ბარსელონა-ბენფიკა: სასტარტო თერთმეტეული ცნობილია

ბარსელონა-ბენფიკა: სასტარტო თერთმეტეული ცნობილია

"ბენფიკასთან" გასამართი მატჩისთვის, "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობა ცნობილია.

არსებული საკადრო პრობლემების გამო, სავარაუდოდ, ჩავიმ 3-4-3 სისტემის გამოყენება გადაწყვიტა, რომელშიც ჟორდი ალბა მარცხენა შემტევის პოზიციას დაიკავებს.

შეტევის მარჯვენა ფლანგზე კი იუსუფ დემირი ითამაშებს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში 23 სექტემბრის შემდეგ, პირველად მოხვდა. ახლადგამოჯანმრთელებული სერჟინიო დესტი და უსმან დემბელე მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებენ.

"ბარსელონას" სასტარტო თერთმეტეული ასეთია:

ტერ შტეგენი - პიკე, არაუხო, ლანგლე - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, ნიკო, გავი - დემირი, მემფისი, ალბა.

სათადარიგოთა სკამი: ნეტუ, პენია, დესტი, მინგესა, გარსია, ბალდე, უმტიტი, პუჩი, კოუტინიო, ლ. დე იონგი, დემბელე. 

შეხვედრა, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სილქ უნივერსალისა და აჭარასპორტ 2-ის ეთერშია შესაძლებელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 22:52
    0
    რავი ჯერ უყურეთ თამაშს იქნებ თავზე ახევს ბურთს ეს ,,ექსპერტები “ მაგრად მევასებით
    Culé [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 22:51
    0
    "ხავი კუმანზე უარესი ყოფილა, ეს რა შემადგენლობა დაუყენებია" 🤣🤣🤣🤣🤣
    Culé [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 22:49
    0
    ეუუფფფ ხავის სულ გამოსიქიმდა ეს რა ქნა ტოო ??? smirk

    ანუ აქცენტს ბურთის დაჭერაზე აკეთებს და ნახევარმცველი ვინც ყავდა ყველა გამოიყვანა ?