ბარსელონას სასტარტო თერთმეტეული ბაიერნის წინააღმდეგ

ბარსელონას სასტარტო თერთმეტეული ბაიერნის წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგაზე, დაახლოებით 1 საათში, კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩისთვის, "ბარსას" თავკაცი, რონალდ კუმანი კატალონიელთა ძირითად შემადგენლობას ასახელებს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება (3-5-2):

ტერ შტეგენი; პიკე, არაუხო, გარსია; ს. რობერტო, ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა; ლ. დე იონგი, მემფისი.

გერმანელთა წინააღმდეგ "ბარსას" სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, უსმან დემბელე და მარტინ ბრეითუეიტი ვერ დაეხმარებიან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჟერარ პიკემ, ჟორდი ალბამ და სერჟინიო დესტმა თამაშის ნებართვა მიიღეს.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge წარმოგიდგენთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 14 სექტემბერი 2021 21:57
    1
    უმტიტი დაეყენებია მაგარ ჯანზეა სამუ მოესინჯა გარსია ცოდვაა ლევანა ათრევს მარჯვენა ფლანგიდან კი დაგვენძრა რობერტო დგას 😪ააწიოკებს გნაბრი
    გულშემატკივარი [?]
    #2 14 სექტემბერი 2021 21:55
    0
    უმტიტი დაეყენებინა სჯობდა
    Culé [?]
    #1 14 სექტემბერი 2021 21:52
    0
    გარსიას ლენგელზე უარესს დამართებენ მემგონი🙄