ლუკ დე იონგის მოყვანა რონალდ კუმანის იდეა იყო

ლუკ დე იონგის მოყვანა რონალდ კუმანის იდეა იყო

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ბარსელონამ" "სევილიადან" ლუკ დე იონგი იჯარით აიყვანა.

SER-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი თავდამსხმელის მოყვანა რონალდ კუმანის იდეა იყო - კლუბს ესმის, რომ ის განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია და გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.

"ბარსა" 31 წლის შემტევის ხელფასის ნაწილს გადაიხდის, სეზონის ბოლო კი, სურვილის შემთხვევაში, კატალონიურ გრანდს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

რაც შეეხება ანტუან გრიზმანს, ამავე წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" მისი გასხვისება ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სჭირდებოდა, შესაბამისად, კატალონიელები მზად იყვნენ, ნებისმიერი მსურველის შეთავაზება მიეღოთ, რომელიც ფრანგის ანაზღაურებას სრულად დაფარავდა. გუნდში მიიჩნევენ, რომ მისი გაშვება კარგი გარიგებაა.

წყარო დასძენს, რომ "ბარსელონას" მისი ჟოაუ ფელიშში გაცვლა სურდა, თუმცა, "ატლეტიკოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ხილ მარინმა ეს წინადადება უარით გაისტუმრა. საბოლოოდ, გრიზმანი მადრიდულ კლუბში ერთწლიანი იჯარით (რომლის ღირებულებაც 10 მილიონს შეადგენს) დაბრუნდა, სეზონის ბოლოს კი "როხიბლანკოს" მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #16 1 სექტემბერი 2021 21:53
    1
    სხვას ვის მოაფიქრთებოდა აბა ასეთი ყ@ეობა
    ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე ალბათ ბაბელს მოითხოვს :დდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 1 სექტემბერი 2021 21:48
    0
    ციტატა: Nina
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: Nina
    ამ საიტზე რომ ვაკვირდები ჩასაფრებულები არიან რაზე შემოგედავონ რამე შეცდომა ან წუნი გიპოვონ მოკლედ და რაც არ მოსწონთ არ შეგარჩინონ.

    ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ეგ მაგარი საქმე ჰგონიათ. ჩვენ არაფერი გვაკლდება მაგით...

    ჰოდა არ უნდა იყოს ეგრე მაგალითად მე ყოველთვის პირდაპირ ვამბობ რასაც ვფიქრობ და არავისი მერიდება მაგრამ მაინც სულ იმის მოლოდინში ვარ ვინ როდის გამოხტება,ცოტა რთულია გაატარო.

    ბოდიში არ მინდოდა ესე აგრესიულად.
    უბრალოდ გთხოვთ რომ ზედმეტ სახელებს ნუ იყენებთ სტატიებში, ერთ მაგალითს გეტყვით, მკითხველს უნდა სხაპასხუპით წაიკითხოს. არ არ არის საჭირო ფორმალობა. უბრალოდ მარტივად დაწერე სახელი ქვეყანა ასაკი. შეგიძლია მიუთითო ვიკიპედიის ლინკი და ნახავენ თუ აინტერესებთ ზედმეტი სახელები და სხვა ინფორმაციები. როგორ აგიხსნა. აი მაგალითად YouTubeზე როცა შედიხარ უცებ გინდა მოკლე ვიდეოს უყურო ჩაკეცო და თამაში შევარდე და ამ დროს გეჩითება 30 წამიანი რეკლამა ორჯერ. დაახლოებით ეგეთი ვარიანტია ეს სტატია, თორე მადლობელი ვარ თქვენი შრომით, პირიქით მიყვარხართ და გენაცვალეთ თქვენს კეთილ საქმეში.
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #14 1 სექტემბერი 2021 21:47
    4
    ძაან ჭკვიანი კაცია კუმანი.ბევრჯერ დაამტკიცა თან,შარშან პსჟსთან კამპნოუზე დადო კლასი,მერე რეალთან,სუპერთასზე სევილიასთან,ბილბაოსთან,ბეტისთან რომ არა კლიზმანის(გრიზმანი) გავარდნილი გოლები,გამოვვარდებოდით.
    გაფარჩაკებულ იუვენტუსთან 0-2 გასვლაზე მოიგო და ელემენტარული ის ვერ მოახერხა რომ კამპ ნოუზე სამი ბურთის სხვაობით არ წაეგო.ვერაფერს ვერ მიაღწევს ეს ბარსა ამ კაცის ხელში,რაც არ უნდა ახალგაზრდები ათამაშოს და თან აშკარად ჩანს როგორ არ ენდობა არაუხოს და აწვალებს,არ აძლევს პრაქტიკას და იმ შეცდომებსაც ეგ განაპირობებს,უტვინო ალბას ავტორიტეტი ჯაბნის და ბალდეს არ ათამაშებს,ამძორებული ბუსკეტსი რომ უნდა დაასვენოს ვერ ხვდება და ნიკო ან გავი ათამაშოს,პიანიჩი რომელიც მე პირადად ძაან მესიმპათიურება,შესანიშნავი დარტყმა,ბურთის კონტროლი,პასი,ჯარიმების უბადლო შემსრულებელი...მაგრამ <<ცენზურის დარღვევა>> კუმანი იწუნებს,12 წლის მორიბას აწინაურებს და 10ჯერ მეტ სათამაშო დროს აძლევს ვიდრე პიანიჩს.გუნდში გყავს კოლიადო,რომელიც ბარსა ბში აშკარა ლიდერი იყო და განაცხადშიც არ შეგყავს..სანაცვლოდ მოიყვანე 31 წლის ლუკ დე იონგი,რომელიც მარტო იმიტო იცის ხალხმა რომ დეიონგია.დეიონგს რომ ახსენებ გულს სიამოვნებს მაგრამ ლუკი თუ დაამატე უკვე ძაან ცუდად ხვდება ყურს და წამის მეასედში გეკარდება შთაბეჭდილება... მოკლედ,კუმან იდი <<ცენზურის დარღვევა>>!!!!!!!!!!!!
    ადმინისტრატორი [?]
    #13 1 სექტემბერი 2021 21:46
    0
    ციტატა: azulgerana
    ლუკ დე იონგი იჯარით აიყვანა... მაგის მერე რაღა საჭირო იყო ,,ნიდერლანდელის'' ხსენება როცა ქართულად ჰოლანდიაა. მერე იგივე პიროვნებას კიდე იხსენებ ამ ჟამად ასაკით ,,31'' წლის . მერე უკვე ახსენებ ბარსელონას რა საჭიროა ბლაუგრანას ძახილი, ქვია ამ კლუბს კატალონიის ბარსელონა და არა აზულგერანა და ბლაუგრანა. მერე უკვე უცებ წერ ,,კატალონიელებს'' ანუ ბლაუგრანა სად გაქრა? მერე გრიზმანზე გადადიხარ და უცებ სადღა ჩანს გრიზმანის სახელი პირდაპირ ,,ფრანგს'' წერ. ამის შემდეგ ბლაუგრანა კატალონია ჩაანაცვლე ,,ბარსელონათი'' მერე ატლეტიკოს სახელს უწოდებ და სტატიის დასასრულში ,,როხიბლანკოს'' წერ. ამდენი სახელების წოდება არის ძალიან ყურადღება გამფანტავი. ხო შეიძლება უბრალოდ ან ბარსელონათი მოიხსენიო ან ფეხბურთელები სახელებით და არა ქვეყნებით ან კლუბები სახელებით და არა ინიციალებით თუ კლიჩკებით.


    თქვენ azulgerana რატომ გაწერიათ? (მით უმეტეს, რომ არაფერს ნიშნავს).

    რატომ არ გაწერიათ თქვენი სახელი? ან რატომ არ გაწერიათ უბრალოდ Barcelona?
    Culé [?]
    #12 1 სექტემბერი 2021 21:46
    0
    შვც იდეაში...
    ფანი [?]
    #11 1 სექტემბერი 2021 21:45
    0
    azulgerana,

    მეგობარო ე.წ ტაფტოლოგია საკითხავ მასალაში უფრო ამაზრზენია
    Culé [?]
    #10 1 სექტემბერი 2021 21:41
    2
    დავუშვათ და მესმის ამის მოყვანის არსი, მარა ვინ უწოდებს ამას საჯარიმოში ბურთს ის არ მესმის ჯერ არაფრით.. მრუდი ალბა, ღერძი დესტი თუ რობერტო ხერხი :)) თუ ასე ვენებს იჭრიდა პიტალო თავიან იგროკებზე, ბარემ ერთი ბურთის ჩამგდებიც მოეყვანა.
    Culé [?]
    #9 1 სექტემბერი 2021 21:39
    5
    სეზონის ბოლოს კუმანი და დე იონგი გაუყვებიან გზას 🤣🤣🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 სექტემბერი 2021 21:36
    0
    ლუკ დე იონგი იჯარით აიყვანა... მაგის მერე რაღა საჭირო იყო ,,ნიდერლანდელის'' ხსენება როცა ქართულად ჰოლანდიაა. მერე იგივე პიროვნებას კიდე იხსენებ ამ ჟამად ასაკით ,,31'' წლის . მერე უკვე ახსენებ ბარსელონას რა საჭიროა ბლაუგრანას ძახილი, ქვია ამ კლუბს კატალონიის ბარსელონა და არა აზულგერანა და ბლაუგრანა. მერე უკვე უცებ წერ ,,კატალონიელებს'' ანუ ბლაუგრანა სად გაქრა? მერე გრიზმანზე გადადიხარ და უცებ სადღა ჩანს გრიზმანის სახელი პირდაპირ ,,ფრანგს'' წერ. ამის შემდეგ ბლაუგრანა კატალონია ჩაანაცვლე ,,ბარსელონათი'' მერე ატლეტიკოს სახელს უწოდებ და სტატიის დასასრულში ,,როხიბლანკოს'' წერ. ამდენი სახელების წოდება არის ძალიან ყურადღება გამფანტავი. ხო შეიძლება უბრალოდ ან ბარსელონათი მოიხსენიო ან ფეხბურთელები სახელებით და არა ქვეყნებით ან კლუბები სახელებით და არა ინიციალებით თუ კლიჩკებით.
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #7 1 სექტემბერი 2021 21:35
    0
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: Nina
    ამ საიტზე რომ ვაკვირდები ჩასაფრებულები არიან რაზე შემოგედავონ რამე შეცდომა ან წუნი გიპოვონ მოკლედ და რაც არ მოსწონთ არ შეგარჩინონ.

    ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ეგ მაგარი საქმე ჰგონიათ. ჩვენ არაფერი გვაკლდება მაგით...

    ჰოდა არ უნდა იყოს ეგრე მაგალითად მე ყოველთვის პირდაპირ ვამბობ რასაც ვფიქრობ და არავისი მერიდება მაგრამ მაინც სულ იმის მოლოდინში ვარ ვინ როდის გამოხტება,ცოტა რთულია გაატარო.
    მწერალი [?]
    #6 1 სექტემბერი 2021 21:32
    2
    ციტატა: Nina
    ამ საიტზე რომ ვაკვირდები ჩასაფრებულები არიან რაზე შემოგედავონ რამე შეცდომა ან წუნი გიპოვონ მოკლედ და რაც არ მოსწონთ არ შეგარჩინონ.

    ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ეგ მაგარი საქმე ჰგონიათ. ჩვენ არაფერი გვაკლდება მაგით...
    --------------------
    🔵🔴
    Culé [?]
    #5 1 სექტემბერი 2021 21:30
    2
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: azulgerana
    რუხი ბლანკო კი არა წესივრად წერე თუ ძმა ხარ რა ბაბუაჩემის გახმოვანებულივით წერ ვერაფერს ვიგებ.

    "ატლეტიკოს" ზედმეტსახელი თუ არ იცი, ჩემი ბრალი არაა.

    ამ საიტზე რომ ვაკვირდები ჩასაფრებულები არიან რაზე შემოგედავონ რამე შეცდომა ან წუნი გიპოვონ მოკლედ და რამე თუ არ მოსწონთ არ შეგარჩინონ და შეუმჩნეველი არ დაგიტოვონ.
    მწერალი [?]
    #4 1 სექტემბერი 2021 21:25
    3
    ციტატა: azulgerana
    რუხი ბლანკო კი არა წესივრად წერე თუ ძმა ხარ რა ბაბუაჩემის გახმოვანებულივით წერ ვერაფერს ვიგებ.

    "ატლეტიკოს" ზედმეტსახელი თუ არ იცი, ჩემი ბრალი არაა.
    --------------------
    🔵🔴
    გულშემატკივარი [?]
    #3 1 სექტემბერი 2021 21:24
    1
    კუმანს შევეც. თავის გამჭრიახ გონებაში
    Culé [?]
    #2 1 სექტემბერი 2021 21:22
    1
    დემბელე გაეშვათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 სექტემბერი 2021 21:22
    3
    რუხი ბლანკო კი არა წესივრად წერე თუ ძმა ხარ რა ბაბუაჩემის გახმოვანებულივით წერ ვერაფერს ვიგებ.
    --------------------
    THUGS