რონალდ კუმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის დასკვნითი ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ეიბარი" სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა.

თამაშის დასრულების შემდეგ კომენტარი რონალდ კუმანმაც გააკეთა. ნიდერლანდელმა სპეცილისტმა განვლილი სეზონი მოკლედ შეაფასა და "ატლეტიკოს" ჩემპიონობა მიულოცა.

"დღეს ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც ცოტა საგოლე მომენტისა და არც თუ ისე ლამაზი თამაშის ფონზე უნდა გაგვეკეთებინა. რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ ვიცით, თუ რა არის ჩვენი ძლიერი მხარეც. მინდა გამოვარჩიო, ის ენერგია და მობილიზება, რაც გუნდმა რთულ პერიოდში გამოავლინა."

"ვულოცავ "ატლეტიკოს" ასეთ სეზონს. ისინი ჩემპიონატს ყველაზე დიდხანს ლიდერობდნენ, მათ კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და ჩვენც აუცილებლად უნდა მივულოცოთ."

"არ ვფიქრობ, რომ ეს "ბარსაში" ჩემი ბოლო მატჩი იყო. მე კლუბთან ისევ კონტრაქტი მაკავშირებს, თუ გუნდში რაიმის ცვლილებას დააპირებენ, ამისთვის უნდა გამესაუბრონ."

"ჩემთვის ეს შემადგენლობა სათანადო დონეს არ აკმაყოფილებს. ეს ბევრმა აქ მყოფმაც კარგად იცის. შემადგენლობას აშკარად გაუმჯობესება სჭირდება."

"ეს არ იყო საუკეთესო სეზონი, მაგრამ არც ყველაზე ცუდად შეიძლება ჩაითვალოს. გარდამავალ სტადიაში მყოფი გუნდისაგან რთულია, სეზონში ორი ტიტულის მოპოვება მოითხოვო."

"ბარსელონას" მომავალი მწვრთნელის პოსტზე ბევრმა კანდიდატურამ გაიჟღერა. რა ბედი ელის რონალდ კუმანს და დარჩება თუ არა ის კატალონიურ გრანდში, ამას ცხელი ზაფხული გვიჩვენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 22 მაისი 2021 22:54
    2
    რედაქტორი [?]
    #4 22 მაისი 2021 22:53
    4
    გული მერევა.. ამ კაცზე და ამ გუნდზე..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    Culé [?]
    #3 22 მაისი 2021 22:52
    2
    შენც რომ არ ხარ სათანადო დონეზე მაგაზე რას იტყვი?შემადგენლობის ამბავი ყოფილა მარტო,დიდი ალბათობით ვერაფერი გიშველის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 მაისი 2021 22:50
    3
    აწუწუნდი ჯიგარო შემადგენლობაზე?!?!?!?!?!
    ფანი [?]
    #1 22 მაისი 2021 22:50
    4
    მოგიკითხეს ჩინური იოჰან🙋‍♂️