როგორია "ბარსელონას" ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობა
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტები, გაბრიელ სანსი და როჟერ ტორელიო "ბარსელონას" ტრავმირებული ფეხბურთელების მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღს ასახელებენ.
ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, რომელმაც დაზიანების გამო ბოლო რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა, თამაშისთვის უკვე მზად არის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის "უესკასთან" ხვალინდელი მატჩის განაცხადში მოხვდება.
სერჟი რობერტო "ბარსელონას" სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, ანუ აპრილის დასაწყისში.
ასევე აპრილში, თუმცა ოდნავ მოგვიანებით არის მოსალოდნელი ფილიპე კოუტინიოს გამოჯანმრთელებაც, მაგრამ ის შემადგენლობის მნიშვნელოვან წევრად აღარ ითვლება და მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს.
ჟერარ პიკეს მზადყოფნა მისი ინდივიდუალური ვარჯიშის რეჟიმის წარმართვაზეა დამოკიდებული. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ ის 17 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში მონაწილეობას მიიღებს.
რაც შეეხება ანსუ ფატის - 18 წლის თავდამსხმელი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც ვარჯიშს აპრილის დასაწყისში განაახლებენ. შესაძლოა, მან თამაში სეზონის ბოლოს შეძლოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]