"ბარსამ" სერხიო აგუეროს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა - TyC Sports

"ბარსამ" სერხიო აგუეროს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა - TyC Sports

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს "ბარსელონაში" გადმოსვლის შანსები იზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელები" 32 წლის შემტევთან, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ივნისში ეწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" აგუეროს ხელში უფასოდ ჩაგდების შანსი აქვს.

TyC Sports-ის ცნობით, "ბარსამ" არგენტინელ მოთამაშეს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფეხბურთელი უკვე რამდენიმე დღეა კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ბარსელონაში" ვარაუდობენ, რომ აგუეროს მოსვლა, სპორტული მიზნების გარდა, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს ლიონელ მესის "ბლაუგრანაში" დარჩენაში, რადგან იგი კატალონიელთა კაპიტნის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

გავრცელებლი ცნობებით, თავად სერხიო აგუერო "ბარსაში" გადმოსვლის წინააღმდეგი არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 10 მარტი 2021 16:18
    1
    ხო და სიტი ჰოლანდს წაიყვანს სავარაუდოდ ამის შემცვლელად და ჩვენ ვიყოთ მასე