პიკე ძირითადში? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი "კადისთან"

პიკე ძირითადში? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი "კადისთან"

ლა ლიგის 24-ე ტურში "ბარსელონა" "კადისთან" რევანშის აღებას "კამპ ნოუზე" შეეცდება. პირველ წრეში კატალონიელებმა მტკივნეული მარცხი იგემეს.

დღეს კი ჩემპიონთა ლიგაზე მძიმე მატჩის შემდეგ გუნდს რეაბილიტაცია სჭირდება.

Sport-ის ცნობით, ფრანსიშკუ ტრინკაუ და ოსკარ მინგესა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ. ქვემოთ სამ სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელიც, შესაძლოა, რონალდ კუმანმა "კადისთან" გამოიყენოს.

ვარიანტი N1

ცენტრალური დაცვის ხაზში კლემან ლანგლესა და ჟერარ პიკეს დუეტმა აშკარად ვერ გაამართლა. შესაძლოა, ახლა კუმანმა შანსი უმტიტი-მინგესას წყვილს მისცეს.

ჩამშლელ ნახევარმცველად სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად ამ შემთხვევაში ფრენკი დე იონგს ვიხილავთ. შესაბამისად, რიკი პუჩს ძირითადიდან თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნება.

კარგ ფორმაში მყოფმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ კი დიდი შანსია, არასტაბილური უსმან დემბელე ჩაანაცვლოს.

ვარიანტი N2

ფურცელზე "ბარსას" საუკეთესო შემადგენლობა სწორედ ამგვარია. რონალდ კუმანმა, შესაძლოა, პსჟ-სთან შეხვედრის ზუსტად იდენტური შემადგენლობა გამოიყენოს.


ვარიანტი N3

პიკეს ძირითად შემადგენლობაში დაყენების მიუხედავად, შეიძლება, მინგესა ძირითად თერთმეტეულში მაინც ვიხილოთ. ამ შემთხვევაში, ოსკარი მარჯვენა მცველად გადაიწევს.

მირალემ პიანიჩი მწირი სათამაშო დროის გამო სერხიო ბუსკეტსს ჩაანაცვლებს.

მარტინ ბრეითუეიტს კი მარცხენა ფლანგი ჩაბარდება. ის ანტუან გრიზმანს შეცვლის, რომელსაც დასვენება სჭირდება.



შეხვედრა თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 თებერვალი 2021 00:58
    4
    აუ რეალმაც დაკარგოს ქულები მერე უკვე ნამდვილად გვექნება რაღაც შანსები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 თებერვალი 2021 00:54
    1
    არცერთი ვარიანტი
    შტეგენი
    დესტი პილე მინგესა ალბა
    პიანიჩი დე იონგი პუჩი
    ტრინკაო მესი დემბელე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 21 თებერვალი 2021 00:54
    1
    შტეგენი
    დესტი პიკე მინგესა ალბა
    პედრი დეიონგი პუჩი
    ტრინკაო მესი გრიზმანი
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    Culé [?]
    #1 21 თებერვალი 2021 00:53
    1
    Grizmani mesi trincao
    Pedri pianichi dejongi
    Alba umtiti piqe mingesa