სევილია-ბარსელონა - შემადგენლობა ცნობილია

სევილია-ბარსელონა - შემადგენლობა ცნობილია

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ესპანეთის თასის 1/2-ფინალში "სევილიასთან" გასამართი პირველი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

"ბარსას" ძირითადი თერთმეტეული ასე გამოიყურება:

ტერ შტეგენი, ფირპო, მინგესა, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

ჩვეულებისამებრ, "ბლაუგრანას" კარს კვლავ ტერ შტეგენი დაიცავს.

კუმანმა, სერჟი რობერტოსა და სერჟინიო დესტის არყოფნის გამო, დაცვის მარჯვენა ფლანგი ამჯერად ჟუნიორ ფირპოს ანდო, ოსკარ მინგესა კი დაცვის ცენტრში გადასწია და სამუელ უმტიტის შეუწყვილა, რომელიც, თავის მხრივ, ტრავმირებულ რონალდ არაუხოს შეცვლის.

სასტარტოში დაბრუნდნენ ფრენკი დე იონგი და პედრი, რომლებიც მირალემ პიანიჩსა და რიკი პუჩს შეცვლიან. საყრდენ ნახევარმცველად კვლავ სერხიო ბუსკეტში ითამაშებს.

ძირითად შემადგენლობაში, წინა თამაშისგან განსხვავებით, ვიხილავთ ლიონელ მესის, რომელიც "სევილიას" უსმან დემბელესთან და ანტუან გრიზმანთან ერთად შეუტევს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა სასტარტო თერთმეტეულიდან 10 მოთამაშე გამოიცნეს.

შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 10 თებერვალი 2021 22:51
    1
    და ფოტოზე ლენგლე რატომაა?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა