დღეს ლეო მესის თამაში საეჭვოა

დღეს ლეო მესის თამაში საეჭვოა

როგორც იცით, "სოსიედადთან" მატჩის წინ გამართული სავარჯიშო სესია კატალონიის "ბარსელონამ" ლიონელ მესის გარეშე ჩაატარა.

ESPN-ის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა დღეს დილით თავი კარგად ვერ იგრძნო და სასტუმროში დარჩენა ამჯობინა.

"ლა პულგამ" "გრანადასთან" შეხვედრაში მცირე დისკომფორტი იგრძნო. როგორც ჩანს, კაპიტანს მიღებული მინიმალური დაზიანება ბოლომდე არ მოუშუშებია.

ამ დროისათვის უცნობია, მიიღებს თუ არა ლეო დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობას, რომელიც 23:55 საათზე გაიმართება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 იანვარი 2021 17:54
    2
    ზამენიდან მაინც შემოვიდეს ძლივს მოიქოქა გუნდი და მესი და ამის ტრამვა იქნებოდა? იმედია ითამაშებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 13 იანვარი 2021 17:53
    3
    ეგ არაფერი დაიწყოს ზამენიდან და გვანახოს კუმანმა მართლა რისი თავი აქვს. ეს სამი მოგება მოჩვენებითი გამონათება იყო თუ მართლა რაღაცას ემსგავსება გუნდი დღეს ასე თუ ისე უნდა გამოჩნდეს წესით.