რონალდ კუმანი "სელტასთან" მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი "სელტასთან" მატჩის შემდეგ

1997/98 წლების სეზონის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველი 2 შეხვედრის მოგება 3 ან მეტი გოლით პირველად შეძლო. 

კლუბის სათავეში ახლადმოსულმა რონალდ კუმანმა მე-2 გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

გუნდის დღევანდელი თამაშით ვამაყობ, ძალიან კარგად ვიმუშავეთ, თანაც მოედანზე 10 კაცით ვიყავით.

მესი ბურთის გარეშე ბევრს შრომობს, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მსაჯს ვუთხარით, რომ მატჩში სხვა ჯარიმები იყო.

საბოლოო ჯამში, ეს გრანდეს გადაწყვეტილებაა და განხილვას არ საჭიროებს. კარგი სამუშაო შევასრულეთ და ასეთივე დისციპლინა გაგვაჩნია.

ვფიქრობ, პედრისა და ტრინკაუს კლუბისთვის დაცვაში მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე დემბელეს. მათ სწორედ ამ მიზეზით ითამაშეს.

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" მეტოქეებით ბედნიერები ვართ. "იუვენტუსი" და "ბლაუგრანა" ევროპის ორი საუკეთესო კლუბია. მოწინააღმდეგეებს პატივს ვცემთ. "ბარსელონა" ის გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი წარმატებით უნდა გადალახოს.

გასულ სეზონზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ, ჩემი მოსვლის დღიდან მონდომებულები ვართ, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვარჯიშობენ მოთამაშეები. ისინი ფიზიკურად უკეთეს მდგომარეობაში არიან, რაც, ჩემი აზრით, შესამჩნევია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 2 ოქტომბერი 2020 02:04
    24
    ასე გააგრძელე... კლასიკოზე უნდა გავანადგუროთ რეალი💪🏻💪🏻💪🏻 წინა წელს გაუვარდათ და ბლატაობდნენ. გავახსენოთ თავისი ადგილი💪🏻💪🏻
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ოქტომბერი 2020 02:03
    20
    მიდი ასე განაგრძე, კი აშკარად დაეტყოთ შენი ვარჯიშები
    Culé [?]
    #2 2 ოქტომბერი 2020 02:00
    24
    კუმან ამ რეალთან ლა ლიგის წაგება არ გეპატიება ასეთი სტარტის მერე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 ოქტომბერი 2020 01:58
    42
    სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდი. ვნახოთ როგორ გაგრძელდება..