MD: 10 ეპიზოდი, რომელმაც "ბარსას" მარცხი განაპირობა

  • 17-07-2020, 12:40
  • MD: 10 ეპიზოდი, რომელმაც "ბარსას" მარცხი განაპირობა

    Mundo Deportivo-მ მიმდინარე ლა ლიგის 10 მთავარი ეპიზოდი განიხილა.

    გახსნითი მატჩი

    "ბარსამ" ლა ლიგა "ბილბაოსთან" წაგებით დაიწყო. უბერებელმა არიც ადურისმა ბასკებს ბოლო წუთებზე გატანილი ბრწყინვალე გოლით მოაგებინა.

    სეზონის დაწყება ძალიან გაჭირდა ვალვერდესთვის, იმაზე მეტად, ვიდრე წინა სეზონი, რადგან "რომასთან" წაგების მერე თუ კიდევ შერჩა თვითრწმენა, "ლივერპულთან" თამაშის მერე, პრობლემები მასაც დაეწყო. მართალია, ფეხბურთელები ბოლომდე გვერდით ედგნენ, მაგრამ პირველივე ტურებიდან გამოჩნდა, რომ სეზონი ძალიან რთული იქნებოდა.

    ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, ლიონელ მესი საერთოდ არ ყოფილა, ხოლო უსმან დემბელემ, ანტუან გრიზმანთან ერთად, ვერაფერი გააწყო.

    უსმან დემბელე

    ვალვერდემ უსმანის გამოყენება მხოლოდ ხუთ შეხვედრაში შეძლო, ხოლო კიკე სეტიენს საერთოდ არ მიეცა ლა ლიგაში მასთან მუშაობის საშუალება.

    დემბელე ერთადერთი ფეხბურთელია "ბარსელონაში", ლიონელ მესის შემდეგ, რომელსაც დრიბლინგის ხარჯზე შეუძლია ხიფათის შექმნა. უცნაური მოსასმენია, მაგრამ ფაქტია, სუარესს სისწრაფე დაკარგული აქვს, გრიზმანის ძლიერი მხარე კი დრიბლინგი არასდროს ყოფილა.

    უსმანის გამოკლებით, "ბარსა" გაცილებით მარტივად შესაჩერებელი გახდა.

    "ელ კლასიკო"

    პირველი "კლასიკო" 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობის გამო შეხვედრა გადაიდო. ამ დროს "ბარსა" "რეალს" ისედაც უსწრებდა და შანსი ჰქონდა, რომ დამაჯერებლად დაწინაურებულიყო, მით უმეტეს, რომ "რეალი" საშინელ ფორმაში იყო და "ბარსა" უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ კალენდარში ცვლილებამ ყველაფერი შეცვალა, "რეალმა" კრიზისი დაძლია და "კლასიკო" შედგა მაშინ, როცა აღარც "ბარსა" იყო სასურველ ფორმაში.

    აბიდალის საოცრებები

    ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, აბიდალმა "ბარსა" დაასუსტა, ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, "ბარსამ" გუნდიდან გაუშვა კარლეს ალენია და კარლეს პერესი, რომელიც ერთადერთი გარემარბი იყო კლუბში. ეს იმით ახსნეს, რომ უსმან დემბელე ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ აბიდალს დაავიწყდა, რომ დემბელეს ნდობა არ შეიძლება, ამიტომ, როცა ისევ ტრავმა მიიღო, კლუბს გარემარბი აღარ დარჩა. (თუ 17 წლის ბავშვს არ ჩავთვლით).

    სუარესის შემცვლელად, უმცირეს თანხად, ერლინგ ჰოლანდის მოყვანის შანსი იყო, მაგრამ "ბარსას" მესვეურებმა, "უნაიტედის" მესვეურების მსგავსად, ეს შანსი ხელიდან გაუშვეს და თითქმის იგივე თანხად, მარტინ ბრეითუეიტი მოიყვანეს.

    ერნესტო ვალვერდე

    კლუბმა ვალვერდე დატოვა მაშინ, როცა "რომასთან" სამარცხვინოდ გამოვარდნენ, დატოვეს იმიტომ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი საოცარი სტატისტიკით მოიგო. ვალვერდე დატოვეს მაშინ, როცა "ლივერპულთან" ფანებს კინაღამ გულის შეტევა დამართეს, აპატიეს სტილის შეცვლა და პრაგმატიზმი, ფილოსოფიისთვის ზურგის შექცევა, აპატიეს ყველაფერი! მაგრამ "ატლეტიკოსთან" მარცხი, რაც მეტწილად VAR-ის სინდისზეა, აღარ აპატიეს და შუა სეზონში, როცა ჩემპიონატს ლიდერობდა, როცა მისი შემცვლელი მოძებნილიც კი არ იყო, ერნესტო გადააყენეს, ეს მაშინ, როცა ფეხბურთელების უმრავლესობა მის დარჩენას ითხოვდა და პირველი დიდი კონფლიქტის საფუძველი, სწორედ ეს გახდა.

    "ბერნაბეუ"

    "ბარსას" ერთ-ერთი ყველაზე საშინელი "ელ კლასიკო" ბოლო წლებში. კატალონელებს "ბერნაბეუზე" თამაში ყოველთვის უადვილდებოდათ, რადგან "რეალი" იძულებული იყო შეეტია, ეს "ბარსას" წისქვილზე ასხამდა წყალს და ყოველთვის ბევრს იტანდა, მაგრამ როცა გყავს მწვრთნელი, რომელიც არასდროს არ უტევს, უპირატესობა აღარ არსებობს.

    არადა, ვალვერდეს ბრწყინვალე ბალანსი ჰქონდა "რეალთან". მისი ნათამაშები ფრეც კი ცუდი შედეგი იყო, არათუ წაგება.

    პანდემია

    პანდემიამდე "ბარსა" დაწინაურდა, მესის დამსახურებით, რომელიც მარტო იგებდა თამაშებს. ლა ლიგის ბედი რომ ისე გადაწყვეტილიყო, როგორც ლიგა 1-ის ბედი გადაწყდა, "ბარსა" ჩემპიონი იქნებოდა, მაგრამ გუნდებს კიდევ 11 შეხვედრის ჩატარება მოუწიათ, ამისთვის კი "ბარსელონა" მზად არ აღმოჩნდა.

    მიუხედავად უამრავი დროისა, კიკე სეტიენმა ვერაფერი დაალაგა.

    კალენდარი

    ყოველ სამ დღეში თამაში "ბარსასთვის" მეტად რთული გამოდგა, რადგან ფაქტია, რომ გუნდი გადაბერებულია. იმის მაგივრად, რომ ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე ფიქრობდეს, პირიქით, 30 წლის ფეხბურთელთან გააფორმეს კონტრაქტი.

    მეგოლეები

    მესიმ, წინა წლებთან შედარებით, ცოტა გაიტანა. მას რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია, სუარესის დაბრუნებას პანდემიამ შეუწყო ხელი, მაგრამ 10 თამაში მაინც გაუცდა და მის ანგარიშზეც საკმაოდ მცირე რაოდენობის გოლია., დანარჩენებზე არც ღირს ლაპარაკი, "ბარსას" აღარ ჰყავს სტაბილური ტრიო, რომელიც ბევრ გოლს გაიტანს.

    VAR-ი

    VAR-ის მუშაობით ყველა უკმაყოფილო იყო "ბარსას" მხარეს და ყველა კმაყოფილი "რეალის" მხარეს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    grizmann ფანი [?]

    17 ივლისი 2020 13:08

    მე მაინც მგონია რო ვალვერდე ლივერპულის მერე უნდა გაეგდოთ და ზაფხულში მოეყვანათ წესიერი მწვრთნელი და თუ დატოვეს შუა სეზონში არ უნდა გაეგდოთ და მეძროხის იმედზე არ დავეტოვებიეთ რო დარჩენილიყო ლა ლიგას მოიგებდა თან ლიგა წელს 1 თამაშიანია და თვით ვალვერდესაც ვერ დაუქამბექებენ

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV