"ოპერაცია რაკიტიჩი" დაწყებულია
ივან რაკიტიჩის "სევილიაში" გადასვლის ამბავი ნამდვილად საპნის ოპერას ემსგვასება, თუმცა, სამომავლო გადაწყვეტილებები და გუნდებს შორის საკვანძო დეტალები შეგვიძლია მოკლედ მიმოვიხილოთ.
"ბარსა" რაკიტიჩის სატრანსფერო დეტალებს ნებისმიერ გუნდთან განიხილავს.
კატალონიელებს გუნდიდან "ბალასტის" წასვლა სურთ, რათა ფინანსური კუთხით სატრანსფერო ფანჯარას მომზადებულნი შეხვდნენ.
"სევილიელები" რაკიტიჩს მიმდინარე კონტრაქტის მსგავს ხელფასს ვერ შესთავაზებენ. 32 წლის ნახევარმცველს კატალონიურ კლუბთან კიდევ 1 წელი აკავშირებს.
Diario Sport-ის ცნობით, "ბარსელონამ" ხორვატის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროდან 15-მდე შეამცირა.
ანდალუსიელები ივანს იგივე ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შესთავაზებენ, თუ ის მათ უფასოდ შეუერთდება.
"სევილია" მათ ყოფილ ფეხბურთელთან შეთანხმებულია, რომ "ბარსასთვის" შეუსაბამო წინადადების შემთხვევაში, კიდევ 1 წლით მოიცადოს და შემდეგ განახორციელოს სასურველი ტრანსფერი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]