Sport: დემბელემ, შესაძლოა, ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებას ხელი შეუწყოს
Sport-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენს" გუნდის აწყობა ფრანგ ფეხბურთელებზე სურს. პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მხარს უსმან დემბელეს კანდიდატურას უჭერს, რომელსაც იდეალურად იცნობს და იცის, სწორად როგორ გამოიყენოს.
მსოფლიოს ჩემპიონის წასვლა კატალონიური კლუბისათვის დიდი კატასტროფა არ იქნება, რადგან ანსუ ფატი და ალექს კოლიადო მეტ სათამაშო დროს მიიღებენ.
ესპანური წყარო ასევე დასძენს, რომ პსჟ-ს დემბელეს სისუსტეების შესახებ მოეხსენება, თუმცა გარისკვას არ მოერიდება და მოლაპარაკებებში ნეიმარის ჩართვასაც არ გამორიცხავს.
ცოტა ხნის წინ Tuttomercato-მ გაავრცელა ცნობა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" უსმანი ტრანსფერზე დააყენეს და მას 42 მილიონ ევროდ შეელევიან.
"ბარსელონამ" ფრანგი გარემარბი 2017 წელს "ბორუსიადან" 105 მილიონ ევროდ შეიძინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]