კიკე სეტიენი: ცუდად ვითამაშეთ, ეს მტკივნეული მარცხია

  • 25-01-2020, 22:39
  • კიკე სეტიენი: ცუდად ვითამაშეთ, ეს მტკივნეული მარცხია

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი კატალონიურ კლუბში მისი პირველი წაგების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

    "ბარსა" დღეს ლა ლიგის 21-ე ტურში "მესტალიაზე" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 0-2 წააგო.

    "პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. არასწორი პოზიციები გვეკავა. სიზუსტე დაგვაკლდა.

    პირველ 45 წუთში რაც ვნახეთ, ბევრი რამ უნდა შევაფასოთ. არსებობს რაღაცები, რაც ფეხბურთელებმა ჯერ კარგად ვერ გაიგეს ან შესაძლოა, ჩვენ ვერ განვმარტეთ კარგად. რეალობა ისაა, რომ ის, რაც დღეს ვნახეთ, არავის მოეწონა - არც მათ, არც ჩვენ.

    მეორე ტაიმში შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. სამწუხაროდ, ვერ შევძელით მათი გამოყენება და მეორე გოლი გავუშვით.

    უნდა გესმოდეთ, რომ, სიმართლე გითხრათ, "ვალენსიამ" შეხვედრის პირველ ნახევარში მეტი დაიმსახურა. ცუდად ვითამაშეთ. ბევრ რამეზე უნდა ვიმუშავოთ.

    მეტოქეებმა ფატისა და მესის წინააღმდეგ კარგად ითამაშეს. "ღამურები" მათ ზეწოლით ზღუდავდნენ. ეს მტკივნეული მარცხია, რომელსაც შევეცდებით, რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ." - ციტირებს სეტიენის სიტყვებს ESPN.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    25 იანვარი 2020 23:17

    3 მცველით არ გამოდის პიკეეებთან რობერტოებყან და უმტიტრბთან ერთად.

    იმედია გაითვალისწინებ

    6
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    Clever liar ფანი [?]

    25 იანვარი 2020 23:15

    ციტატა: Wtf man
    არანაირი დაცვა და ცხრიანი მთავარი პრობლემა ვინგერია

    ი არა ები :) ალბას უფორმობის ფონზე ვერცერთი ფრთიდან ვერ ვამწვავებთ და ცენტრიდან 1 კიარა 4 მესი რომ გვყავდეს, კარამდე იმდენი ბარიერია გადასალახი და 9 თავიანი გველეშაპი მოსაკლავი რო ქე გადის ეს შენი 90 წუთი და ეწერება გეიმი ოვერი :D

    3
    გასულია
    ვიტორ ბორბა ფერეირა გულშემატკივარი [?]

    25 იანვარი 2020 23:12

    ეს წაგება მირჩევნია ვალვერდეს ტაკტიკით მოგებულს..

    15
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    25 იანვარი 2020 23:07

    არანაირი დაცვა და ცხრიანი მთავარი პრობლემა ვინგერია. არ გვყვავს ნორმალური ვინგერი ვინც კაცის მიტყუებაზე წავა. გრიზმანიც და ფატიც მიიღებდნენ თუ არა ბურთს ეგრევე უკან აკეთებდნენ პასს. ნეიმარი დაგვხატავდა რა. იმედია ზაფხულში მოიყვანენ. რობერტო ძაან დიდი პრობლემაა ჩვენი გუნდისთვის

    6
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    25 იანვარი 2020 22:55

    ინტერვიუს კითხვა მიხარია ისე ზუსტად საუბრობს, მიდი და გადააწყე გუნდი, რობერტო გაისროლე და სემედუს ენდე.ალბასაც მოვიშორებდი სიამოვმებით,მაგრამ ფირპო ვინაა და რა უნდა ვერ გამიგია,ამოუცნობი "ფენომენია". ფსიქოლოგიურად უნდა გადააწყოს პირველ რიგში. მჯერა ამ კაცის.

    10
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Spain წევრი [?]

    25 იანვარი 2020 22:54

    Am kacshi kiara dacvashi da cxrianshia problema. Is vinc uliderebs dacvas da shetevas, kulibali da cavani idealuri iqneboda

    2
    გასულია
    Z.TS გულშემატკივარი [?]

    25 იანვარი 2020 22:49

    ფეხბურთი ხო მარტო ბურთის გორაობა არაა ზედმეტად მოსაბეზრებელია ამდენიხანი ბურთი აგორავო

    5
    გასულია
    barcamen წევრი [?]

    25 იანვარი 2020 22:48

    აზრიანი და დალაგებული ლაპარაკი აქვს.პრობლემებს არ გაურბის და შელამაზების გარეშე პირდაპირ ამბობს,რაც სათქმელია.
    მე მჯერა რომ რომ ყველაფერი კარგად იქნება.

    18
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    25 იანვარი 2020 22:46

    ბიჯო ნუ გადაეკიდე ამ სამ მცველიან ტაქტიკას ხო ხედავ ვერ თამაშობს გუნდი გადააწყვე ისევ 4-3-3-ზე

    8
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    25 იანვარი 2020 22:43

    Kumanze idealuri varianti am etapze ar arsebobs barcastviss.. arc gvardiola

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV