Bild: ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" დაბრუნდება

Bild: ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" დაბრუნდება

მიუნხენის "ბაიერნი" ფილიპე კოუტინიოს თამაშით კმაყოფილი არაა და არ აპირებს ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს გამოისყიდოს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელი "ბაიერნში" გასულ ზაფხულში, იჯარით გადავიდა. "რეკორდმაისტერს", სეზონის ბოლოს, მისი 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს და "ბარსელონაში" იმედი ჰქონდათ, რომ გერმანელები ამ უფლებას გამოიყენებდნენ.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნი" არ აპირებს კოუტინიოში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი, ივნისში, "ბარსელონაში" დაბრუნდება.

ფილიპე კოუტინიომ, "ბარსელონაში", წელიწადნახევრის განმავლობაში, 76 მატჩში 21 გოლი გაიტანა, "ბაიერნში" კი, 23 მატჩში თავი 7 გოლით გამოიჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, კოუტინიო "ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს ძალიან მოსწონს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 22 იანვარი 2020 11:39
    5
    ვინმემ დააბრუნეთ ლივერპულის კოუტინიო როგორ მეცასებოდააა😍