ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდსმენია!

ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდსმენია!

"ინტერსა" და "ბარსელონას" შორის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში გამართული შეხვედრა (1-2) ტურნირის ისტორიაში შევიდა.

მატჩი კატალონიური გუნდისთვის, სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელობას არ ატარებდა და ერნესტო ვალვერდემ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. ამის მიუხედავად, "ბლაუგრანამ" მოტივირებული მეტოქე მისსავე მოედანზე დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა. გამარჯვების გოლი კი ანსუ ფატიმ გაიტანა.

"ბარსას" ამომავალი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი გახდა. 17 წლისა და 40 დღის ფეხბურთელმა პიტერ ოფორი-ქუაის მიერ 1997 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. "ოლიმპიაკოსის" განელი თავდამსხმელი, 22 წლის წინ, "რუსენბორგის" კარში გოლის გატანის დროს, 17 წლისა და 194 დღის იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 11 დეკემბერი 2019 02:35
    11
    ძველად გავრცელებულ გამოთქმას თუ დავუჯერებთ: კარგი მომავალი ეჯღანება ამ ბიჭს
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 დეკემბერი 2019 02:34
    6
    მოიყვანენ კიდე ბებრებს და ახალგზარდებს დრო ერთმევათ მერე ან გაანათხოვრებენ ან გააჩუქებენ.

    აბა რეალს აღეზარდა, პერესი ოქროს ბურთს მიცემდა უკვე :დ