მესიმ ბომბარდირთა დავაში ლიდერობა დაიბრუნა

მესიმ ბომბარდირთა დავაში ლიდერობა დაიბრუნა

ლეო მესი ისევ ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ტრავმებით გამოწვეული ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად არგენტინელს 10 თამაში დასჭირდა.

ლა ლიგის მე-15 ტურში, "მალიორკასთან" მოგებულ მატჩში (5-2), მესიმ მონაგარს კიდევ 3 გოლი შემატა. შედეგად, ჩატარებულ 10 შეხვედრაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უკვე 12 გოლი დაუგროვდა.

მესიმ აქამდე პირველ ადგილზე მყოფ ქარიმ ბენზემას გადაასწრო, რომელსაც 14 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო 3 გათამაშებაში, საუკეთესო ბომბარდირი სწორედ მესი ხდებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 დეკემბერი 2019 02:26
    4
    დავაი ლომო იმობილეს უნდა გადაუსწრო და მე-7 ოქორს ბურთი უნდა აიღო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued