გულშემატკივრებს ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ხილვა არ სურთ

გულშემატკივრებს ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ხილვა არ სურთ

Mundo Deportivo-მ და Sport-მა ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანფერთან დაკავშირებით კლუბის გულშემატკივერბს შორის გამოკითხვა ჩაატარეს.

Sport-ის გამოკითხვაში ფანების 83%-მა აირჩია პასუხი "არავითარ შემთხვევაში", 8%-მა "არა". საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ გულშემატკივრების მხოლოდ 7%-ს სურს ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ხილვა.

Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით კი, ფანების 92% უარყოფითად აფასებს ფრანგის შესაძლო ტრანსფერს.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი 2018 წლის ზაფხულში, "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. გრიზმანმა შესაძლო ტრანსფერისგან საპნის ოპერა მოაწყო, გადაიღო დოკუმენტური ფილმი La Decisión და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა უარი კატალონიელებს. გასაკვირი არაა, რომ გულშემატკივარი მისი ტრანსფერის წინააღმდეგია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 18 მარტი 2019 12:30
    4
    ხოდა აწი გადაიღოს ფილმი როგორ გვიხ..ა კრისწინამ მე და სიმეონე და იყოს ისე.