მიულერი: "ბაიერნის" ფინალში გასვლა სენსაცია იქნება"

მიულერი: "ბაიერნის" ფინალში გასვლა სენსაცია იქნება"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ტომას მიულერი აღიარებს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, მის გუნდს ფინალში გასვლის მინიმალური შანსი აქვს.

"მე-2 ტაიმში მქონდა განცდა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით.

აქ თამაში ძალიან ძნელია, მაგრამ არ მეგონა, თუ 0:3 წავაგებდით. თუმცა, ჩვენ "ბაიერნი" ვართ და არ დავნებდებით.

ახლა, ისეთივე თამაში გველის, როგორც "პორტუსთან". ეს მოულოდნელია, მაგრამ ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. თუ ეს მოვახერხეთ, სენსაცია იქნება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.