ვილია: "განსხვავება "ბარსასა" და ესპანეთის ნაკრებს შორის არის - მესი"

ვილია: "განსხვავება "ბარსასა" და ესპანეთის ნაკრებს შორის არის - მესი"

ესპანეთის ეროვნული ნარკებისა და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, დავიდ ვილია სანჩესი, ფიქრობს, რომ "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების სათამაშო სტილს შორის დიდი განსხვავება არაა, უბრალოდ კლუბში მათ ჰყავთ ლიონელ მესი, ნაკრებში კი - არა. იტყობინება გავლენიანი კატალონიური გამოცემა "სპორტი".

 

დავიდ ვილიამ ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი "ბარსელონას" მოთამაშე ასპარეზობს: "ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" სათამაშო სტილში დიდი განსხვავება არ არის. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეროვნულ გუნდში უამრავი "ბარსას" ფეხბურთელია. ბოლო შეკრებაზე ნაკრებში გამოძახებული იყო 9 "ბლაუგრანას" ფეხბურთელი. ვფიქრობ, ყველაზე დიდი განსხვავება ჩვენს ნაკრებსა და კლუბს შორის არის ის, რომ არ გვყავს ლიონელ ანდრეს მესი". დაასრულა დავიდ ვილიამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.