ალონსო:" "ბარსელონას" მარტივი ცხოვრება არ ელოდება"

ალონსო:" "ბარსელონას" მარტივი ცხოვრება არ ელოდება"

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ "ბარსელონას" მისი თანაგუნდელები ცხოვრებას არ გაუადვილებენ.

 

"ძალიან მინდა გავხდე ჩემპიონი. "ლივერპულისა" და "რეალის" მაისურით უკვე ვიყავი მეორეადგილოსანი. დროა პირველ ადგილზე გადავინაცვლო."

 

" "ბარსელონას" წინა წელს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდა. ახლაც რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი გაიფორმეს და დაიმატეს კანტერადან. ბოლო წლებია "ბლაუგრანა" შესანიშნავ ფეხბურთს აჩენებს, მაგრამ მათთან დანებებას არ ვაპირებთ. "ბარსელონას" იოლი ცხოვრება არ ელის" - დაასრულა ალონსომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.