აგვისტოში "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის 4 მონაწილე დაამარცხა

აგვისტოში "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის 4 მონაწილე დაამარცხა

აგვისტოში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში "ბარსამ" მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ოთხი გუნდი დაამარცხა. დამარცხებულთა შორის არიან მადრიდის "რეალი", "ნაპოლი", "პორტო" და "ვილიარეალი".

 

მადრიდის "რეალი" "ბარსელონამ" ესპანეთის სუპერთასის ორ რაუნდიან შეხვედრაში დაამარცხა და სეზონის პირველი ოფიციალური თასი აღმართა. კატალონიელების მომდევნო მსხვერპლი იტალიური "ნაპოლი" გარხდა. გუნდებს შორის შეხვედრა "გამპერის" თასის გათამაშების ფარგლებში შედგა. ოდნავ მოგვიანებით კი, ევროპის სუპერთასის გათამაშებაში "ბლაუგრანა" პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონ გუნდს - "პორტოს" დაუპირისპირდა. გამარჯვება და სეზონის მეორე ოფიციალური თასი ამ შემთხვევაშიც კატალონიელებს დარჩათ. 29 აგვისტოს კი ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა შედგა. "ბარსელონამ" "ვილიარელას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა. ზემოთ ხსენებული ოთხივე მეტოქე წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მონაწილეა.

 

პირველი გაჩერება, ესპანეთის სუპერთასი

"ბარსამ" 2011/12 სეზონი პირველი ოფიციალური თასისთვის ბრძოლით დაიწყო. მეტოქე არც მეტი, არც ნაკლები მადრიდის "რეალი" გახლდათ. პირველ შეხვედრაში, რომელიც მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონზე გაიმართა, გვარდიოლას გუნდმა ფრე გააგორა. თამაში რთული და დაძაბული გამოდგა. შეხვედრაში გოლები დავიდ ვილიამ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. ასევე შედგა გუნდის ახალწვეულის, ალექსის სანჩესის დებიუტიც.

17 აგვისტოს "კამპ ნოუზე" შეკრებული პუბლიკა სეზონის პირველი ოფიციალური თასის მოგების თვითმხილველი გახდა. შეხვედრაში ანგარიში ანდრეს ინიესტამ გახსნა, რასაც მესის დუბლი მოჰყვა. ეს საკმარისი აღმოჩნდა რონალდუსა და ბენზემას მიერ გატანილი გოლების გასაქვითად და გამარჯვების მოსაპოვებლად. გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა "ბლაუგრანას" კიდევ ერთი ახალწვეულისთვის. საუბარია სესკ ფაბრეგასზე, რომლის დებიუტიც სწორედ ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრაში შედგა.

 

ბრწყინვალე "ბარსა" "გამპერის" გათამაშებაში

ესპანეთის სუპერთასიდან დაწყებული, გამარჯვებები ერთი მეორის მოყოლებით მოდიოდა. "კამპ ნოუზე" "გამპერის" თასისთვის ბრძოლაში კატალონიელებს მეტოქეობა "ნაპოლიმ" გაუწია. მასპინძლებმა თავიანთ პირველ დიდ გამარჯვებას მიაღწიეს - 5:0. სესკ ფაბრეგასმა თავისი პირველი გოლი გაიტანა "ბარსას" შემადგენლობაში, რომელიც პირველი აღმოჩნდა შეხვედრაშიც. დანარჩეი ოთხი გოლი კი კეიტამ, პედრომ და ლეო მესიმ (დუბლი) გაიტანეს.

"გამპერის" თასის მოგების შემდეგ "ბარსელონა" ულამაზეს ქალაქ მონაკოში გაემგზავრა. მონაკოში გუნდი ევროპის სუპერთასის გათამაშების ფარგლებში "პორტოს" დაუპირისპირდა. მესის მიერ 38-ე, ხოლო ფაბრეგასის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლები საკმარისი აღმოჩნდა სეზონის მეორე ოფიციალური თასის მოსაგებად.

 

პირველი შეხვედრა ლა ლიგაში "ვილიარეალთან" გამარჯვებით

"კამპ ნოუ" კიდევ ერთი დიდი გამარჯვების მომსწრე გახდა. კატალონიელების მორიგი მსხვერპლი ამჯერად "ვილიარეალი" გახდა. 3-4-3 ფორმაციით ჩატარებულ შეხვედრაში გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა - 0:5. ეს შეხვედრა გახდა მაგალითი იმისა, თუ რატომ ამოყვეს თავი ტიაგომ, სანჩესმა და ფაბრეგასმა "ბარსას" ძირითად გუნდში. მათ მიერ გატანილი სამი გოლი და ლეო მესის დუბლი გახდა "ბარსას" ძლიერი მხარის დემონსტრირება. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა ყველაფერი მოიგეს, მათ კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვთ, რომ გააგრძელონ ისტორიის წერა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.