ევროპის მეფენი

ევროპის მეფენი

"ბარსელონას" გუშინდელი გამარჯვება ნიშნავდა იმას, რომ ისინი გახდნენ რეკორდსმენები ევროპული ტიტულების რაოდენობით, მათ მოიპოვეს 15 ევროპული ტიტული და გაასწრეს "მილანს". კატალონიელებმა მოიპოვეს 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 ბაზრობათა თასი, 4 თასების მფლობელთა თასი და 4 სუპერ–თასი.

 

"მილანს" მოპოვებული აქვს 7 ჩემპიონთა ლიგა, 2 თასების მფლობელთა თასი და 5 სუპერ–თასი. მესამე ადგილზეა მადრიდის "რეალი" (12 ტიტული), მეოთხეზე "ლივერპული" (11) და მეხუთეზე "აიაქსი" (9). "ბარსელონამ" გვარდიოლას თაოსნობით 4 წელიწადში 4 ევროპული ტიტული მოიგო: 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 სუპერ–თასი.

 

განუმეორებელი წარმატება 4 წლის განმავლობაში

 

"პორტოზე" გამარჯვებით პეპ გვარდიოლამ ტიტულების რაოდენობით გადაასწრო იოჰან კუიფს და გახდა კლუბის ისტორიაში საუკეთესო დამრიგებელი. ჰოლანდიელს 11 ტიტული ჰქონდა მობპოვებული 8 წლის განმავლობაში "ოცნების გუნდთან" ერთად, ხოლო პეპ გვარდიოლამ 12 ტიტული მოიპოვა 2008–დან 2011 წლამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლო 15 თასიდან ხოსეპმა 12 აიღო.

 

ერთი სუპერ–თასი "მილანამდე"

 

გვარდიოლამ 4–ჯერ მოიპვა სუპერ–თასი. 1992 და 1997 წლებში ეს როგორც ფეხბურთელმა ისე შეძლო, ხოლო 2009 და 2011 წლებში მწვრთნელობის ჟამს მაოხერხა. "ბარსელონას" მხოლოდ 1 სუპერ–თასი აკლია, რომ "მილანს" დაეწიოს. იტალიელება ამ თასის მოპოვება 5–ჯერ შეძლეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.