კასილიასმა ვახშამზე "ბარსელონას" შემადგენლობა დაპატიჟა

კასილიასმა ვახშამზე "ბარსელონას" შემადგენლობა დაპატიჟა

მადრიდის "რეალის" კაპიტანი იკერ კასილიასი ცდილობს, შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის.

 

TV3–ის ინფორმაციით, იკერ კასილიასმა ვახშმაზე დაპატიჟა ესპანეთის ნაკრების ის წევრები, რომლებიც პარალელურად "ბარსელონაში" თამაშობენ.

 

კასილიასმა აუკვე გადადგა ნაბიჯი, როდესაც დაურეკა ჩავის და პუიოლის, თუმცა კაპიტანმა ეს არასაკმარისად მიიჩნია. TV3 ვერ ასახელებს ზუსტ თარიღს ან დროს თუ როდის შეხვდებიან ერთმანეთს ფეხბურთელები და არც ის ინფორმაციაა ღია, იქნებიან თუ არა ვახშამზე მადრიდის "რეალის" ესპანელი ფეხბურთელები სერხიო რამოსი და ხაბი ალონსო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.