29 მილიონი ევრო 40 მილიონის ნაცვლად

29 მილიონი ევრო 40 მილიონის ნაცვლად

"საპნის ოპერა", სახელად "ფაბრეგასი ბრუნდება "ბარსაში"" დასრულდა. უზომოდ გაჭიანურებული, გარდამავალი და დამღლელი "სერიალის" ბოლო "ჰეფი ენდია". ფაბრეგასი "ბარსელონას" ფეხბურთელია.

სანდრო როსელი ფრიად გახარებული ტრანსფერის დასრულებით და იმ ციფრებით, რომელიც საბოლოოდ შეთანხმების ნაწილი გახდა. ""ბარსა" იხდის 29 მილიონს და ამით ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ, რომ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 30 მილიონზე მეტს არ გადავიხდიდით. ამ თანხას დაემატება ცვლადი ხარჯები, 5 მილიონის სახით, მაგრამ ამაზე ხვალ (დღეს) ვიასუბრებთ დეტალურად."

"ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. "საპნის ოპერა" ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ხვალ (დღეს) კონტრაქტს ხელი მოეწერება და ჩვენ ერთ–ერთ ჩვენთაგანს მივესალმებით." – განაცხადა როსელმა. შეკითხვაზე, ითამაშებს თუ არა სესკი ესპანეთის სუპერთასის ფინალის საპასუხო შეხვედრაში, როსელმა უპასუხა: "ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა მე ძალიან მინდა ჩვენი ყველა ფეხბურთელი ვიხილო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.