"ვესტ ჰემი" ანრის გადაბირებას ცდილობს

"ვესტ ჰემი" ანრის გადაბირებას ცდილობს

ლონდონის "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობამ მეტად სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა "ბარსელონას" შემტევს ტიერი ანრის.

კლუბის დირექტორმა დავიდ სალივანმა ფრანგ ფორვარდს 2–წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის განმავლობაშიც ანრი 7.5 მლნ ფუნტს მიიღებს, ანუ კვირაში მისი ანაზღაურება 75 ათასი ფუნტი იქნება.

"ჩვენ თავდასხმის ხაზის გაძლიერება გვსურს და ამისათვის ანრი შესანიშნავი კანდიდატურაა. მართალია, კლუბს ვალები აქვს, მაგრამ ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობებით ტიერი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება"– განაცხადა სალივანმა.

წყარო: sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.