სესკი "არსენალთან" ერთად ვარჯიშობს

სესკი "არსენალთან" ერთად ვარჯიშობს


კატალონიელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ და კვლავ დაიწყო ვარჯიში "არსენალთან" ერთად. ამასთანავე ჭორები მისი "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ არ წყდება.

"კანონირების" კაპიტანმა, რომელიც კუნთის ტრავმის გამო ბოლო დროის განმავლობაში განცალკევებით ვარჯიშობდა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა, ითამაშებს თუ არა ის შაბათს, "ბენფიკასთან" გასამართ მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ ჭორები სესკის წასვლის შესახებ მუდმივად ვრცელდება არსენ ვენგერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ფაბრეგასმა შეიძლება ლონდონურ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

ვენგერმა ასევე განაცხადა, რომ სესკთან დაკავშირებით სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაირკვეს, რათა მან შეძლოს ერთ რამეზე კონცენტრირება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.