მარკუს რაშფორდს ბარსელონაში დარჩენა სურს

მარკუს რაშფორდს ბარსელონაში დარჩენა სურს

მარკუს რაშფორდი კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელების სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

რაშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში იმყოფება. "ბარსამ" ის გასული წლის ზაფხულში ერთწლიანი იჯარით აიყვანა. "ბლაუგრანას" სეზონის ბოლოს ინგლისელი შემტევის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია, თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, კლუბი მის სრულფასოვან ტრანსფერზე ყოყმანობს.

Sport-ის ინფორმაციით, მარკუსმა "ბარსელონას" შეატყობინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კატალონიურ კლუბში დარჩენა უნდა და ის მზადაა, ხელფასი შეიმციროს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ 28 წლის ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებში" დაბრუნება არ სურს. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" რაშფორდის შენარჩუნებაზე უარს იტყვის, იგი სხვა გუნდის მოძებნას შეეცდება.

მარკუს რაშფორდმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 33 მატჩში მიიღო, რომლებშიც 10 გოლი და 13 ასისტი მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 6 თებერვალი 2026 22:29
    0
    ციტატა: პენდრაგონი
    რავი, არაფერს აფუჭებს ფაქტია. დარჩეს

    თვითონ არაფერს აფუჭებს, მაგრამ 30 მილიონი აფუჭებს. თუ არენდას გააგრძელებენ დატოვონ, მაგრამ 30 მილიონი რაშფორდისთვის ძვირია.
    Culé [?]
    #15 6 თებერვალი 2026 07:17
    1
    რავი, არაფერს აფუჭებს ფაქტია. დარჩეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 6 თებერვალი 2026 03:07
    0
    ციტატა: Moriarti
    მარცხენა ვინგერათ ზამენაზე უკეთესი ვინ გინდათ, რო შემოდის თამაშს ამწვავებს და სისწრაფე შემოაქვს. ზამენისთვის იდეალურია თუ ხელფასს შეიმცირებს.
    კარგი ფორვარდი და ცენტრალური მცველი გვინდა ზაფხულში და ძაან ძლიერი გუნდი შეიკვრება

    ნამდვილად ასეა დაბალი ხელფასით მშვენიერი ზამენაა. მიზანი კი ნამდვილად გასასწორებელი აქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 6 თებერვალი 2026 00:15
    5
    ხალხს მართლა ჰგონია, რომ გილე ფერნანდესებით და ფერან ჟუტგლებით ლიგის მოგება შეიძლება. რაშფორდი სკამზე შემადგენლობის სიღრმეს ნიშნავს, რაც აუცილებელია ტიტულების მოსაგებად.
    ახალბედა [?]
    #12 5 თებერვალი 2026 15:55
    1
    ვან დე ვენზე აქვს საუბარი აქ ბევრს და მეც გეტყვით ჩემს აზრს. მოკლედ და კონკრეტულად ჩვენი სათამაშო სტილის, ამოწეული დაცვის გათვალისწინებით, ეგ ბიჭი ძალიან მაგარი შენაძენი იქნებოდა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია ზოგადად და მაგრად გამოგვადგებოდა + დაცვაში ცუდი არ არის ნამდვილად, მაგრამ ჩემს მეორე ფავორიტ ბასტონის მაგ კომპონენტში ბევრად თუ არა მაინც ჩამოუვარდება. აქვე არ შეილება შლოტერბეკის დავიწყებაც ძაან მაგარი ბიჭია ეგეც. ამ სამიდან რომელიმეს მოვიყვანდი უეჭველი.
    რაც შეეხება ფორვარდს, კი ცივსისხლიანია ჰალანდი ჩვენთან ძალიან ბევრს გაიტანდა, მაგრამ ჩემი ფავორიტი ალვარესია, რომელიც ბევრად უფრო მოძრავია, შეუძლია პრესინგის თამაშიც, ბურთთან ქმედებაც, უკან ჩამოსვლა და ბურთის გათამაშებაც. ჰალანდი ძალიან არარეალისტურია, რო რამე ოსიმენზეც არ ვიტყოდი უარს.
    წევრი [?]
    #11 5 თებერვალი 2026 14:28
    4
    მარცხენა ვინგერათ ზამენაზე უკეთესი ვინ გინდათ, რო შემოდის თამაშს ამწვავებს და სისწრაფე შემოაქვს. ზამენისთვის იდეალურია თუ ხელფასს შეიმცირებს.
    კარგი ფორვარდი და ცენტრალური მცველი გვინდა ზაფხულში და ძაან ძლიერი გუნდი შეიკვრება
    Culé [?]
    #10 5 თებერვალი 2026 14:28
    1
    ფინიშინგი დახვეწოს და ძალიან კარგი 1 სეზონი აქვს
    იმედია გამოისყიდიან…
    Culé [?]
    #9 5 თებერვალი 2026 14:26
    0
    საერთოდ არაა საჭირო და არც ისეთი ეფექტურია რომ სხვა ეგ დონე ვერ დადოს😀 ფერნა ტოეესიც დადებს მაგ დონეს ფლანგზე
    წევრი [?]
    #8 5 თებერვალი 2026 14:09
    2
    Რაშფორდი სივრცის ფეხბურთელია გაიგდე გაიქეცი მანდაც საშვალო დონეა ბურთის მიღება დამუშავება პასები მოკლე მონაკვეთზე არ შეუძლია რაც ფორვარდს ესაჭიროება არც შესრულებით დაიკვეხნის და არც გოლის ალღო აქვს დიდად არც მაღალი ინტელექტით გამოირჩევა. მხოლოდ ფიზიკური მონაცემები და სისწრაფე აქვს ეგეთ ტიპს ცენტრში რატო განიხილავთ ვერ ვხვდები?
    წევრი [?]
    #7 5 თებერვალი 2026 12:37
    1
    ტორესის ყურებას მირჩევნია მარკუსა ვნახო ცენტრზე , რამოდენიმე თამაში დააყენოს და მგონია რო შეყრის გოლებს
    ახალბედა [?]
    #6 5 თებერვალი 2026 12:21
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ფორვარდზე ესეც კაი ტანჯვაა. სივრცის გარეშე იმის ნახევარიც არაა რაც ფლანგზე. ცენტრში ცალფეხა ტორესი აჯობებს ამას. იმან მომენტის შექმნა მაინც იცის, გამოყენება თუ არა. ფლანგზე კარგია მარა მაინც რაღაცა ვერა რა. ერთი ვარიანტია იჯარას თუ გავახანგრძლივებთ 1 წლით. ფული მაინც არ გვაქვს და მაგ პონტში. ვერავის ვყიდულობთ. და აი კიდე ერთი სეზონის მერე 250 მილიონი მაინც თუ ვერ გამოიყო ტრანსფერებისთვის ლაპორტას თავით ფეხბურთი უნდა ითამაშონ ფანებმა. იდეალური ბირთვი გვყავს, იამალი პედრი კუბარსი გარსიები, ბირთვი რომელზეც საჩემპიონო გუნდი უნდა დაშენდეს და ამ თაობამ 2-3 ლიგა უნდა მოიგოს. საამისოდ 4-5 ტოპ ტრანსფერია საჭირო ეტაპობრივად. დაცვის ცენტრში 25 წლამდე ვინმე ტოპ ცაცია კაცის მოსვლით დაცვის ცენტრი იხოდება რამდენიმე წლით. ჩემი ფავორიტი ვან დე ვენია. 24 წლისაა. ეგ და კუბარსი 7-8 წლიანი პერსპექტივით იქნება დაცვის კარგი ცენტრი. დაცვის ფლანგებზე კონკურენციის გაზრდაა საჭირო. აი რომაში თამაშობს მარჯვენა მცველი ვესლი, სწრაფი ტექნიკური და ძალიან ნიჭიერი ბიჭი. ბარსაც აკვირდებოდა. ორივე ფლანგზე კარგია. მაგის ყიდვით ფაქტიურად ბალდესაც და კუნდესაც კონკურენტი უჩნდება. ნახევარდაცვაში არავის დამატება არაა საჭირო, კარგი იქნებოდა ფიზიკურად ძლიერი ერთი ნახევარმცველი მარა მაგის გარეშეც გყვავს სასტავი. მთავარია გავი და ბერნალი ფორმაში შევიდნენ. პლიუს ბარსა ბ ში ბევრი ნიჭიერი ბიჭია ნახევარდავაში და შემოგვემატება ვინმე. მაგალითად გილე ფერნანდესი.
    შეტევის ფლანგზე მარცხნივ ერთ კაცს დავიმატებდი რაშფორდი თუ წავიდა. ჩემი ფავორიტი კენან ილდიზია, უნიჭიერესი ბიჭი, თავის თAვზე თამაშის ამღები. ინდივიდუალისტი, გავკარი ნიკოს. რაფა ასაკში შედის. კენანი დაგვხატავდა. არდა გიულერის საამებლად. 100 მაინც დაჯდება მინიმუმ. მარა ზატო მრავალწლიანი პერსპექტივით ყიდულობ კარგ ინდივიდუალისტს. და 9 ნი. ყველაზე რთული ეგ იქნება, ალვარესი 150 მაინც დაჯდება. მარა თუ ეგ ტრანსფერიც გაიჩარხა მინიმუმ 3 ლიგა დაიდება.
    გარსია კუბარსი ვან დე ვენი კუნდე ბალდე (როტაციაში ერიკი ვესლი) დე იონგი პედრი ოლმო/ფერმინი ილდიზი იამალი ალვარესი როტაციაში რაფინია ბარდჯი ტორესი ჯამშI 300 მილიონი უნდა და ეტაპობრივად შეიძლება მსგავსი გუნდის შეკვრა

    მეგობარო მეც ეგ მინდა მარა ესენი მაინც არავის მომყვანები არ არიან,ცაცია მცველი გვჭირდება უფრო შეტევაში არ გვიჭირს იმდენად დაცვაში არიან დირკები,ბალდე მარცხენა ვინგბექია მემგონი და დაცვა რა არის თუ იცოდეს,კუნდე ცენტრალური მცველია და ვერ მოთხოვ ისეთს ვერაფერს,კუბარსი სისწრაფეში და ფიზიკაშიც იჩაგრება რადგან ასაკით პატარაა,გარსია საუკეთესო მცველი არის ბარსაში მარა ნელია ცოტა.სწრაფი მცველი გვინდა და რომელსაც გოლები გააქვს,ასეთი ვან დე ვენი არის მარტო და არ ღირს ალვარესის ფასი.
    [?]
    #5 5 თებერვალი 2026 11:49
    1
    ფორვარდზე ესეც კაი ტანჯვაა. სივრცის გარეშე იმის ნახევარიც არაა რაც ფლანგზე. ცენტრში ცალფეხა ტორესი აჯობებს ამას. იმან მომენტის შექმნა მაინც იცის, გამოყენება თუ არა. ფლანგზე კარგია მარა მაინც რაღაცა ვერა რა. ერთი ვარიანტია იჯარას თუ გავახანგრძლივებთ 1 წლით. ფული მაინც არ გვაქვს და მაგ პონტში. ვერავის ვყიდულობთ. და აი კიდე ერთი სეზონის მერე 250 მილიონი მაინც თუ ვერ გამოიყო ტრანსფერებისთვის ლაპორტას თავით ფეხბურთი უნდა ითამაშონ ფანებმა. იდეალური ბირთვი გვყავს, იამალი პედრი კუბარსი გარსიები, ბირთვი რომელზეც საჩემპიონო გუნდი უნდა დაშენდეს და ამ თაობამ 2-3 ლიგა უნდა მოიგოს. საამისოდ 4-5 ტოპ ტრანსფერია საჭირო ეტაპობრივად. დაცვის ცენტრში 25 წლამდე ვინმე ტოპ ცაცია კაცის მოსვლით დაცვის ცენტრი იხოდება რამდენიმე წლით. ჩემი ფავორიტი ვან დე ვენია. 24 წლისაა. ეგ და კუბარსი 7-8 წლიანი პერსპექტივით იქნება დაცვის კარგი ცენტრი. დაცვის ფლანგებზე კონკურენციის გაზრდაა საჭირო. აი რომაში თამაშობს მარჯვენა მცველი ვესლი, სწრაფი ტექნიკური და ძალიან ნიჭიერი ბიჭი. ბარსაც აკვირდებოდა. ორივე ფლანგზე კარგია. მაგის ყიდვით ფაქტიურად ბალდესაც და კუნდესაც კონკურენტი უჩნდება. ნახევარდაცვაში არავის დამატება არაა საჭირო, კარგი იქნებოდა ფიზიკურად ძლიერი ერთი ნახევარმცველი მარა მაგის გარეშეც გყვავს სასტავი. მთავარია გავი და ბერნალი ფორმაში შევიდნენ. პლიუს ბარსა ბ ში ბევრი ნიჭიერი ბიჭია ნახევარდავაში და შემოგვემატება ვინმე. მაგალითად გილე ფერნანდესი.
    შეტევის ფლანგზე მარცხნივ ერთ კაცს დავიმატებდი რაშფორდი თუ წავიდა. ჩემი ფავორიტი კენან ილდიზია, უნიჭიერესი ბიჭი, თავის თAვზე თამაშის ამღები. ინდივიდუალისტი, გავკარი ნიკოს. რაფა ასაკში შედის. კენანი დაგვხატავდა. არდა გიულერის საამებლად. 100 მაინც დაჯდება მინიმუმ. მარა ზატო მრავალწლიანი პერსპექტივით ყიდულობ კარგ ინდივიდუალისტს. და 9 ნი. ყველაზე რთული ეგ იქნება, ალვარესი 150 მაინც დაჯდება. მარა თუ ეგ ტრანსფერიც გაიჩარხა მინიმუმ 3 ლიგა დაიდება.
    გარსია კუბარსი ვან დე ვენი კუნდე ბალდე (როტაციაში ერიკი ვესლი) დე იონგი პედრი ოლმო/ფერმინი ილდიზი იამალი ალვარესი როტაციაში რაფინია ბარდჯი ტორესი ჯამშI 300 მილიონი უნდა და ეტაპობრივად შეიძლება მსგავსი გუნდის შეკვრა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 თებერვალი 2026 11:47
    2
    დარჩეს ზამენაზე იდეალურია. მეკსრესთან 1-1 ზე თამაში ისწავლოს ოღონდ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #3 5 თებერვალი 2026 11:41
    2
    ჩემი აზრით არ ღირს ამის დატოვება. რამდენადაც შედეგიანია ორი იმდენი ზარალი მოაქვს, წესიერად ვერ აპრესინგებს ვერ ავსებს სივრცეებს მარცხენა ფლანგზე რის გამოც ხშირად გვარღვევენ, ნუ დაცვა ხო ისედაც დირკაა და ეს როცა თამაშობს მარცხენა ფლანგი საერთოდ მკვდარია.
    ერთი ერთზე ძალიან სუსტია ხან სად არტყამს ხან სად, არც ბარსას სტილის მოთამაშეა. ხელფასიც იმხელა აქვს წესით თავ პირს უნდა იმტვრევდეს თამაშით. სირცხვილია ასეთი დონის ფეხბურთელი რო ბარსაში თამაშობს მაქსიმუმ ზამენას კაცია. მე პირადად არ მიღირს 30 მილიონის გადახდა ამაში. მირჩევნია ვინმე ლა მასიელი ამოწიონ და მას მისცენ დრო.
    ვერ ვხვდები რაშფორდი რატომ იღებს რუნიზე მეტ დროს, მშვენიერი ფეხბურთელია რუნი და მეტ დროს იმსახურებს, ცოტა პრაკტიკა სჭირდება და თუ არ ათამაშა ფლიკმა როგორ მიიღებს.
    წევრი [?]
    #2 5 თებერვალი 2026 11:15
    7
    უნდა დაიტოვონ თუ შეიმცირებს ხელფასს, ბადრი და რაშფორდი მშვენიერი ზამენებია, ზოგს ძირითადში არ ჰყავს ეგეთი
    ახალბედა [?]
    #1 5 თებერვალი 2026 11:01
    8
    ზამენისთვის ძალიან კარგი შედეგია 23 საგოლე გადაცემა,იმედია დარჩება და ფორვარდზე ითამაშებს ესენი მაინც არავის მომყვანები არ არიან,მაშინ ვუყუროთ ტორესის ფაფხურს.