ბარსელონას სურს, ჩემპიონთა ლიგის 2029 წლის ფინალს უმასპინძლოს

ბარსელონას სურს, ჩემპიონთა ლიგის 2029 წლის ფინალს უმასპინძლოს

"ბარსელონას" სურს, ჩემპიონთა ლიგის 2029 წლის ფინალი განახლებულ "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გაიმართოს.

როგორც "ბარსას" ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, "ბლაუგრანა" ქალაქის მერიისა და კატალონიის მთავრობის თანადგომით ჩემპიონთა ლიგის 2029 წლის ფინალის მასპინძლობის ტენდერში მონაწილეობას მიიღებს.

ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ასევე მუშაობს იმაზე, რომ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალი "სპოტიფაი კამპ ნოუზე" ჩატარდეს.

"ბარსა" მშობლიურ სტადიონს ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდა. ივარაუდება, რომ "კამპ ნოუზე" სარემონტო სამუშაოები სრულად 2027 წლის ბოლოს დასრულდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 4 თებერვალი 2026 03:40
    2
    ძაან მაგარი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 თებერვალი 2026 23:23
    2
    მაგარი იქნება დასრულებულ კამპ ნოუზე ლიგის ფინალი, საინტერესოა მაგ წელს ბარსა როგორი გუნდი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 თებერვალი 2026 23:22
    2
    მდოფლიოს ფინალი უკვე დაიბევა პერესმა.
    წევრი [?]
    #1 3 თებერვალი 2026 18:08
    3
    მაგ დროისთვის ბარსას ეს თაობა ისევ ძაან ახალგაზრდები იქნებიან და დაღვინებულები