ალბასეტე-ბარსელონა - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: სამშაბათი, 3 თებერვალი, 23:55
ამაღამ "ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/4-ფინალის ერთმატჩიან დაპირისპირებაში "ალბასეტეს" ესტუმრება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
თასის მატჩები მოგვწონს. "ალბასეტეს" დასაკარგი არაფერი აქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
ტერ შტეგენთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ მარკს თანავუგრძნობ. სამედიცინო შემოწმების შედეგებს უნდა დაველოდოთ.
რაფინიას არყოფნა ცუდია, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და ყველა მოთამაშე მჭირდება.
"ელჩესთან" თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მცირე დეტალები მაინც გასაუმჯობესებელი გვაქვს. საქმე სრულყოფილებაში არაა, საქმე გაუმჯობესებაშია. "ჩელსისთან" შეხვედრის შემდეგ, რომელიც დიდი იმედგაცრუება იყო, ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს.
უკვე იცით, რომ დროს წასვლა არ მომეწონა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
რაშფორდს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს. ტექნიკითა და სისწრაფით მას მეტის გაკეთება შეუძლია. მარკუსით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა, რომ ყველამ მაქსიმალური დონე აჩვენოს.
ფეხბურთელების სათამაშო დროსთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს.
ფანტასტიკური ფეხბურთელები გვყავს. მათ შორის საოცარი ატმოსფეროა. ისინი თანაგუნდელები და მეგობრები არიან. ყველა მათგანით კმაყოფილი ვარ.
დეკუს მიერ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გახანგრძლივება? უნდა შევინარჩუნოთ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, მომავალში მნიშვნელოვანი მოთამაშეები იყვნენ.
ბალდემ "ელჩესთან" დაცვაშიც და შეტევაშიც შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მას გაუმჯობესება კიდევ შეუძლია. ამაზე ვმუშაობთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]