ჟოაუ კანსელუ რასინგთან მატჩის განაცხადში მოხვდა
- თამაშის დრო: ხუთშაბათი, 15 იანვარი, 23:55
დღეს სანტანდერში ესპანეთის თასის მოქმედი გამარჯვებული "ბარსელონა" ამ ტურნირზე სეზონის თავის მე-2 თამაშს გამართავს. კატალონიელთა მეტოქე ესპანეთის მე-2 ლიგის საუკეთესო გუნდი "რასინგი" იქნება.
ჰანსი ფლიკმა დღევანდელი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც როგორც მოსალოდნელი იყო გუნდში ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ჟოაუ კანსელუც მოხვდა. მოსალოდნელია, რომ პორტუგალიელი განაპირა მცველი დღეს გარკვეულ დროს მოედანზეც გაატარებს.
"ბარსელონას" მხრიდან შეხვედრას ტრავმირებული გავი და ანდრეას კრისტენსენი, ასევე დისკვალიფიცირებული ფრენკი დე იონგი გამოტოვებენ.
განაცხადი: ტერ შტეგენი, გარსია, შჩესნი, კანსელუ, ბალდე, არაუხო, კუბარსი, ფერანი, პედრი, ლევანდოვსკი, იამალი, რაფინია, რაშფორდი, ფერმინი, კასადო, მარტინი, ბარჯი, ოლმო, ბერნალი, კუნდე, გარსია, ტომი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]