ბარსელონამ სუპერ თასის ახალი რეკორდი დაამყარა
ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალში გუშინ გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" "ბილბაო" 5-0 გაანადგურა და ტურნირის ახალი ისტორიული რეკორდიც დაამყარა.
სუპერ თასის ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ერთმა გუნდმა ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო.
აქამდე რეკორდი 4-0 იყო. ეს ანგარიში ესპანეთის სუპერ თასზე 3-ჯერ დაფიქსირებულა: 1982 წელს "რეალ სოსიედადმა" "რეალ მადრიდი" 4-0 გაანადგურა, 2010 წელს "ბარსელონამ" "სევილია" გაანადგურა, ხოლო 2025 წელს "ბილბაომ" "ბარსელონა".
ესპანეთის სუპერ თასის ისტორიაში ყველაზე დიდი მოგებების ათეულში "ბარსელონა" 9-ჯერ ფიგურირებს, აქედან კატალონიელები 5-ჯერ გამარჯვებულები გამოვიდნენ, 4-ჯერ კი თავად განადგურდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]