ჟან ვირჟილი ისევ შედეგიანია
ახალგაზრდა ესპანელი შემტევი ჟან ვირჟილი, რომლის სატრანსფერო უფლებების ნაწილს "ბარსელონა" ფლობს, ლა ლიგაში ისევ შედეგიანია.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ვირჟილის "მალიორკამ" "ელჩე" 3-1 დაამარცხა. პირველი გოლის დროს შედეგიანი გადაცემა 19 წლის ჟან ვირჟილმა გააკეთა, რომელსაც ლა ლიგაში ჩატარებულ 11 შეხვედრაში უკვე 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. შედარებისთვის, ტურნირის საუკეთესო ასისტენტს, ლამინ იამალს 7 შედეგიანი გადაცემა აქვს.
ჟან ვირჟილი "ბარსელონას" აკადემიას 2024 წელს შეუერთდა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გასულ ზაფხულში ჰანსი ფლიკმა ახალგაზრდა გარემარბის სამსახურზე უარი თქვა. "ბლაუგრანამ" მაშინ 3 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი 3.5 მილიონად "მალიორკას" მიჰყიდა და როგორც უპირატესი შესყიდვის, ასევე მომდევნო ტრანსფერიდან 50%-ის მიღების უფლება დაიტოვა. სეზონის დაწყებიდან დღემდე კი ვირჟილმა თავი ისე გამოიჩინა, რომ Transfermarkt-ზე მისი ფასი 3 მილიონიდან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]