ბეტისი - ფერან ტორესის ფავორიტი მეტოქე
"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში "ბეტისი" სტუმრად 5-3 დაამარცხა. კატალონიელთა თავდამსხმელმა ფერან ტორესმა თავი 3 გოლით გამოიჩინა.
ფერან ტორესს რომ "ბეტისთან" თამაში უყვარს, ამაზე სტატისტიკაც მოწმობს - 25 წლის შემტევს "თეთრ-მწვანეებთან" ყველაზე მეტი გააქვს.
Opta-ს ცნობით, ტორესმა ლა ლიგაში ჰეთ თრიქი ორჯერ შეასრულა და ორივე შემთხვევაში სტუმრად "ბეტისთან" - 2024 წლის იანვარში და დღეს.
ფერანმა ლა ლიგაში "ბეტისთან" ჩატარებულ 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა, რაც ესპანეთის ჩემპიონატში ერთი გუნდის წინააღმდეგ მისი ყველაზე კარგი შედეგია. ასევე აღსანიშნავია, რომ ტორესმა "დიდებულებთან" გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში მონაწილეობა 9 გოლში მიიღო (7 გოლი, 2 ასისტი).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]