დანი ოლმო წელს ვეღარ ითამაშებს
მადრიდის "ატლეტიკოსთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (3-1) "ბარსელონამ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, მაგრამ ჰანსი ფლიკის გუნდმა დანაკარგიც განიცადა.
65-ე წუთზე დანი ოლმომ "ბარსელონა" წინ გაიყვანა, თუმცა გოლის დროს მან დაზიანება მიიღო. ფაბრიციო რომანოს ცნობით ესპანელ შემტევ ნახევარმცველს მხარი აქვს ამოვარდნილი და მას მინიმუმ 3 კვირა გაუცდება. ეს კი ნიშნავს, რომ ოლმოს 2025 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.
27 წლის ფეხბურთელი ბოლო დროს კარგ ფორმაში იყო შესული. უკანასკნელ ორ მატჩში მან 3 გოლის გატანა მოახერხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]