სელტასთან მატჩის განაცხადი ცნობილი - კრისტენსენი დაბრუნდა

სელტასთან მატჩის განაცხადი ცნობილი - კრისტენსენი დაბრუნდა

  • თამაშის დრო: კვირა, 9 ნოემბერი, 23:55

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა "სელტასთან" დღეს გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს დაუბრუნდა ანდრეას კრისტენსენი, რომელიც მოედანზე 18 ოქტომბრის შემდეგ არ გვინახავს.

განაცხადში მოხვდნენ ჟიულ კუნდე და ერიკ გარსიაც, რომელთა თამაშიც ბოლო დღეებში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

კვლავ ლაზარეთში რჩებიან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟოან გარსია, გავი, რაფინია და პედრი.

"ბარსელონას" განაცხადი "სელტასთან" მატჩისთვის: შჩესნი, კოჩენი, ედერ ალერი; ბალდე, არაუხო, კუბარსი, კრისტენსენი, მარტინი, კუნდე, გარსია, ჩავი ესპარტი; ფერმინ ლოპესი, კასადო, ოლმო, დე იონგი, ბერნალი, დრო; ფერან ტორესი, ლევანდოვსკი, იამალი, რაშფორდი, რუნი ბარჯი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 ნოემბერი 2025 19:19
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    walker599, რაშფროდმა სულ რო ოქროს ბუცი დადოს წელს მე მაინც არ ვაღიარებ, პრესინგის გარტყმაში არაა და ნორმალურად სივრცე ვერ დაუფარია, რომ როგორმე ბალდეს მიეხმაროს მაგ ფლანგზე, საერთოდ სხვა სტილის მოთამაშეა.

    ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს ბიჭი, ოღონდ მე ვერ ვხვდები ტექნიკურ ფეხბურთს რითი ჯობს.
    Culé [?]
    #5 10 ნოემბერი 2025 06:41
    0
    მშვენიერი
    joy
    წევრი [?]
    #4 9 ნოემბერი 2025 19:07
    1
    Visca-barca, ლუკმანი არაა ცუდი, მაგრამ მე ნორვეგიელი მუსა უფრო მომწონს, ახალგაზრდაა, სწრაფი და კარგი დრიბლინგით. ამჟამად ლაიფციგში თამაშობს, კარგი მწვრთნელის ხელში საუკეთესო მარცხენაფლანგელი გახდება. ლეაო კი კარგია მაგრამ არა ბარსასთვის! ლეაო და პრესინგი შეუთავსებელი ცნებაა

    ციტატა: joy

    უკაცრავად, ნუსა უნდა დამეწერა, მუსა მექანიკურად აკრიფა კლავიატურამ
    Culé [?]
    #3 9 ნოემბერი 2025 16:39
    1
    walker599, რაშფროდმა სულ რო ოქროს ბუცი დადოს წელს მე მაინც არ ვაღიარებ, პრესინგის გარტყმაში არაა და ნორმალურად სივრცე ვერ დაუფარია, რომ როგორმე ბალდეს მიეხმაროს მაგ ფლანგზე, საერთოდ სხვა სტილის მოთამაშეა.
    წევრი [?]
    #2 9 ნოემბერი 2025 16:27
    0
    ციტატა: walker599
    მოკლედ რეშფორდის გამოსყიდვას არ მივესალმები, მაგას ისევ ვინმე ჩქარი და კარგი დრიბლინგის მქონე შემტევი მირჩევნია, ლუკმენი ან ფოფანა ლიონიდან, ხელფასიც მესამედი დასჭირდებათ ვიდრე რეშფორდს, ძალიან არასტაბილურია, ბრიუგესთან შეირცხვინა თავი და რაფინია მაგას ძირითადს არ დაანახებს და ვერც ლევანდოვსკის შეცვლის ცხრიანზე, ზამენის კაცში კიდე 15 მილიონი ხელფასის მიცემა ამ მდგომარეობაში სისულელეა.

    ლეაო მომწონს ძაან კლასნია ძვირიც დაჯდება და პლიუს ხასიათის მოთამაშეა თორე მე პირადად ეხა მაგაზე უკეთესი არ მეგულება ლუკმანი ყველაზე კაი ვარიანტია იაფიც დაჯდება
    ფანი [?]
    #1 9 ნოემბერი 2025 15:13
    3