პედრი ტრავმირებულია

პედრი ტრავმირებულია

"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი და ჰანსი ფლიკის გუნდის შეუცვლელი წევრი პედრი გონსალესი ტრავმირებულია.

RAC1-ის ცნობით ესპანელ ნახევარმცველს კუნთის დაზიანება აწუხებს, რის გამოც მან დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი გაუცდება პედრის. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის  2 ნოემბერს "ელჩეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რისი მიზეზიც "ელ კლასიკოში" მიღებული წითელი ბარათია.

პედრი "ბარსელონასთვის" ყოველთვის შეუცვლელი წევრი იყო, მაგრამ ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა გუნდში ჰანსი ფლიკის მოსვლის შემდეგ. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული 73 თამაშიდან ესპანელმა მონაწილეობა 72-ში მიიღო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 30 ოქტომბერი 2025 06:54
    1
    ქვა აღმართში მოგვეწია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 29 ოქტომბერი 2025 23:42
    1
    წარუმატებლობისთვაა განწირული ეს სეზონი
    Culé [?]
    #8 29 ოქტომბერი 2025 19:48
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    იმედია მარტივი კალენდარის გამო ასვენებენ

    ურთულესი კალენდარია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 ოქტომბერი 2025 17:56
    1
    მორჩა სეზონი, ეხლავე მომავალ სეზონისთვის დაიწყონ მზადება.
    წევრი [?]
    #6 29 ოქტომბერი 2025 17:40
    1
    ჩელსისთან თამაშსაც ტოვებს. ესღა გვაკლდა რაა. გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო ისეა ჩვენი საქმე. ბარსელონა ნოლია პედრის გარეშე. არაფერი არ გვეშველება. მორჩა სეზონი
    Culé [?]
    #5 29 ოქტომბერი 2025 17:33
    0
    ციტატა: araujo4
    ციტატა: Frenkie de Jong_
    იმედია მარტივი კალენდარის გამო ასვენებენ

    აბსურდია. პედრიმ ათასჯერ აღნიშნა რო დასვენება უფრო არ უხდება მაგის ფიზიკურ კონდიციებს. მაგის მოგონება ჭირდებათ სანაკრებო პაუზის წინ ხოლმე და არა 4-5 კვირა

    კი ბატონო , მაგრამ წინა სანაკრებო პაუზაზე თვითონ არ თხოვა ბარსას დასვენება?

    თან ეხა რადგან ნოემბრის პაუზამდე ტოვებს დარწმუნებული ვარ ეგ ამბავია.
    წევრი [?]
    #4 29 ოქტომბერი 2025 17:20
    1
    4-5 კვირა არ იქნებაო ჩათვალეთ ეს სეზონი ჩავარდნილია
    Culé [?]
    #3 29 ოქტომბერი 2025 17:20
    0
    ბოლო ლურსმანი დაგვაჭედეს.
    ფანი [?]
    #2 29 ოქტომბერი 2025 17:01
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    იმედია მარტივი კალენდარის გამო ასვენებენ

    აბსურდია. პედრიმ ათასჯერ აღნიშნა რო დასვენება უფრო არ უხდება მაგის ფიზიკურ კონდიციებს. მაგის მოგონება ჭირდებათ სანაკრებო პაუზის წინ ხოლმე და არა 4-5 კვირა
    Culé [?]
    #1 29 ოქტომბერი 2025 16:43
    2
    იმედია მარტივი კალენდარის გამო ასვენებენ