ჰანსი ფლიკი ტაქტიკურ ცვლილებას განიხილავს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი "პარი სენ-ჟერმენთან" და "სევილიასთან" წაგების შემდეგ გუნდში ტაქტიკური ცვლილებების გაკეთებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობებით, ფლიკი ფიქრობს, პრესინგის გასაუმჯობესებლად მარკუს რაშფორდი ცენტრალურ თავდამსხმელად გადაწიოს. გეგმა ასეთია: რაშფორდი ცენტრში, რაფინია მარცხენა ფლანგზე, ლამინ იამალი მარჯვენა ფლანგზე, ფერმინ ლოპესი კი შემტევ ნახევარმცველად.
იამალი, რაფინია და ფერმინი ამჟამად ტრავმირებულები არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს გერმანელი სპეციალისტი გეგმის განხორციელებას. ივარაუდება, რომ სამივე მოთამაშე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება, თუმცა "ბარსას" მათი დაჩქარება არ სურს, რათა რეციდივის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
ჰანსი ფლიკი და მისი სამწვრთნელო შტაბი ფიქრობენ, რომ ამჟამად არსებული გარკვეული პრობლემები წინა ხაზიდან პრესინგისა და ინტენსივობის ნაკლებობას უკავშირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]