ფრენკი დე იონგი კონტრაქტს ახანგრძლივებს [ფაბრიციო რომანო]

ფრენკი დე იონგი კონტრაქტს ახანგრძლივებს [ფაბრიციო რომანო]

"ბარსელონა" გუნდის 28 წლის ნიდერლანდელ ნახევარმცველთან ფრენკი დე იონგთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო შეთანხმებასთან ახლოსაა.

ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კარლოს მონფორტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბარსასა" და დე იონგს შორის ვერბალური შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე ბოლო ფორმალური დეტალების მოგვარება რჩება.

წყაროს ინფორმაციით, ფრენკის ახალი კონტრაქტი, რომლის ვადაც 2029 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი, კატალონიური კლუბის მხრიდან უკვე დამტკიცებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    joy
    წევრი [?]
    #6 3 ოქტომბერი 2025 17:49
    0
    რატომ გაქვთ ჩვევა რომ ბარსას წამყვანი ფეხბურთელები უნდა აგინოთ და წუმპეში ამოავლოთ(((( რას უწუნებთ დეიონგს?-იმას რომ არ არის ძლიერი საყრდენი? საერთოდ არ არის ფრენკი საყრდენი! მესი რომ დაეყყენებინათ საყყრდენ ნახევარმცველად ან კიდევ ცენტრალურ მცველად შეძლებდა წარმატებულ კარიერის შექმნას? ჩვენი ახალი მეკარე რომელიც ყველას მოგვწონს, შეცვლიდა ლევანდოვსკის?? ელისო ვირსალაძე დიდი პიანისტია მაგრამ გგონიათ არ ეცოდინება დოლის დაკვრა? - იმ ინსტრუმენტზე უკრავს რომელსაც ფლობს ვირტუალურად! იქნებ გგონიათ ფრენკის უხარია საყრდენზე წვალება?- აკეთებს იმას რასაც მწვრთნელი უთითებს-ეს კი პროფესიონალიზმია მეგობრებო, ცდილობს გუნდს დაეხმაროს იქ სადაც ჭირდება, რამდენ შეძლო ეს უკვე სრულიად სხვა თემაა. თუ ვერ ართმევს თავს რატომ არ ფიქრობს ამაზე მწვრთნელი, პრეზიდენტი, დეკო ნაბიჭვარი? არის ვინმე გუნდში ფეხბურთელი ვინც უკეთესად გაართმევს თავს საყრდენობას? ვინმეს ადგილს ართმევს ფრენკი? ფრენკის ლანძღვა აღარ მიკვირს, ბოლო თამაშის მერე პედრიც კი გალანძღა ბევრმა! თურმე პედრი გააქრო ზაირი ემერიმ!!! ესეთი აზრი როგორ უნდა მოგივიდეს თავში?- ეგ საცოდავი ზაირი მხოლოდ იმით იყო დაკავებული რომ ფეხებში ერტყა პედრისათვის, სხვა დავალება არ ქონდა ტიპს! პედრის კიდე სამი-ოთხი თანაგულდელის მაგივრად უნდა ეშრომა! ან "მენდეშმა ჩაისვა ჯიბეში იამალი"- მენდეშმა რომელიც ფიზიკურად არის უზადოდ მომზადებული, 23 წლის,ასაკით არის საუკეთესო კონდიციებში დაჯაბნა ტრამვიდან პირველ თამაშში დაბრუნებული, ფიზიკურად მოუმზადებელი, მოზარდი ასაკის იამალი!- ეს არის ჯიბეში ჩასმა? სანამდეც ძალა ყოფნიდა მოუმზადებელ იამალს ძალიან მშვენივრად გაექცა და კარგადაც უპასა და არც შეიმჩნია ამხელა კაცი. დამერწმუნეთ მალე ნახავთ დაეწყყება პსჟს განდიდების მანია და აირევა ეს დაწყობოლი მექანიზმი. პირველი სვლა უკვე ქონდათ ამისაკენ, გაუშვეს მეკარე რომელმაც მარტომ გაიყვანა არსენალთან და განსაკუთრებით ასტონ ვილასთან !!! ვისაც გახსოვთ ეს თამაში, იყო პსჟ ასტონ ვილაზე უკეთესი იმ თამაშებში? ხანდახან დადგება მწვანე პალასაზე გუნდი და მიეწყობა გამარჯვებებიც. საერთოდაც დემბელეზე ბევრად უფრო დიდი დამსახურება შარშან ლიგაზე ქონდათ დონარუმას, ჰაკიმისა და მენდეშს, ასტონ ვილასთან გოლებიც კი ჰაკიმმა და მენდეშმა გაიტანეს!. როგორც ეს მცველები ეხმარებიან პსჟს, თუნდაც ამის ნახევარი რომ დაეხმარონ ბარსას ფლანგებს მცველები, ბარსას თამაში პსჟს თამაშზე ბევრად შედეგიანი იქნებოდა
    ფანი [?]
    #5 3 ოქტომბერი 2025 17:01
    0
    დეიონგი კიარა სანამ ჩამშლელი არ გვეყოლება სულ ხელმოცარულები ვიქნებით ლიგაზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ოქტომბერი 2025 22:20
    0
    მიხარია, კარგი ფეხბურთელია, უხდება ფლიკის სისტემას, უბრალოდ არასტაბილურია.
    წევრი [?]
    #3 2 ოქტომბერი 2025 20:17
    0
    ბოლო კლუბია ფრენკისთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ოქტომბერი 2025 18:39
    0
    ანუ 32 წლამდე ბარსა წევრი იქნება? გაქაჩავს მანამდე?
    Culé [?]
    #1 2 ოქტომბერი 2025 18:25
    0
    გადავრჩენილვართ