დეკუ - ბილბაო არავისთვის მაგალითი არაა
"Ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა დეკუმ მკვეთრი კომენტარებით უპასუხა ნიკო უილიამსის სატრანსფერო საგას, ბრალდებები კი ფეხბურთელის აგენტს, ფელიქს ტაიანტას დაუკავშირა.
"ბარსელონამ" ნიკო უილიამსის ტრანსფერისთვის მოლაპარაკებები ორჯერ სცადა, მაგრამ საბოლოოდ ორივე შემთხვევაში გარიგება ჩაიშალა. როგორც დეკუ განმარტავს, პრობლემა რეგისტრაციის გარანტიებში არ ყოფილა, როგორც ეს გავრცელდა, არამედ ახალი და მიუღებელი მოთხოვნები, რომლებიც უილიამსის მხარემ მოლაპარაკებების პროცესში წამოჭრა.
"არ არსებობს წარუმატებლობა. ჩვენ დავაყენეთ პირობები, რომელთა მიღებაც არ გვსურდა. Ბოლო ვადა დავუთქვით, მათ პასუხი არ გაგვცეს და თავისი გზით წავიდნენ,“ - განაცხადა დეკუმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ინიციატივა თავად აგენტმა გამოიჩინა: "ჩვენ ნიკო არ მოგვიხმია, აგენტი თავად გვესტუმრა რამდენჯერმე. ეს "ბარსელონას" პრობლემა არ არის. თუ მოთამაშე თავის აგენტს ნებას რთავს სხვა კლუბებთან ისაუბროს, ამის გამო კლუბებს ვერ დავადანაშაულებთ.“
დეკუმ კრიტიკა ასევე "ბილბაოსაც" გაუგზავნა: "ბილბაო ამ საკითხში არავისთვის მაგალითი არ არის. მათ უნდა უყურონ საკუთარ აგენტს და არა ჩვენ.“
ამავე დროს, "ბარსელონა" კვლავ ებრძვის რეგისტრაციის პრობლემებს, რამაც ბოლო წლების განმავლობაში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას სერიოზული ზეწოლა შეუქმნა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]