განახლებული ინფორმაცია გავის ტრავმასთან დაკავშირებით
AS "ბარსელონას" ნახევარმცველის გავის გამოჯანმრთელების პროცესთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მადრიდული წყარო იტყობინება, რომ გავის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება და ოპერაცია აღარ განიხილება. 21 წლის ფეხბურთელს მუხლის ტკივილები აღარ აწუხებს.
იმავე წყაროს ცნობებით, "ბარსა" სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ, თუ რამე პრობლემა არ შეიქმნება, ესპანელი მოთამაშე, შესაძლოა, დაახლოებით 2 კვირაში დაბრუნდეს და "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]