პაუ კუბარსი ხეტაფესთან დაისვენებს
- თამაშის დრო: კვირა, 21 სექტემბერი, 23:00
"ბარსელონას" მომდევნო მატჩში, რომელშიც "ბლაუგრანა" "ხეტაფეს" უმასპინძლებს, გუნდის ცენტრალური მცველის პაუ კუბარსის დასვენება იგეგმება.
კუბარსი გუშინ "ნიუკასლთან" გამართულ შეხვედრაში (1-2) შეცვალეს. ხავიერ მიგელის ცნობებით, ახალგაზრდა უკანახაზელმა მოედანი უბრალოდ სიფრთხილის მიზნით დატოვა და მას მხოლოდ მცირე დისკომფორტი აქვს.
ელენა კონდისის ინფორმაციით, 18 წლის მცველმა მუხლზე მსუბუქი დაზიანება მიიღო და სერიოზული არაფერია. კუბარსი "ხეტაფესთან" დაპირისპირებაში ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა ჰანსი ფლიკი მის დასვენებას აპირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]