ნიუკასლი-ბარსელონა 1-2 - ჰანსი ფლიკის კომენტარი მატჩის შემდეგ

ნიუკასლი-ბარსელონა 1-2 - ჰანსი ფლიკის კომენტარი მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნიუკასლის" სტუმრად დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის 3 ქულით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გუნდი ფანტასტიკური იყო.

როდესაც პედრი და დე იონგი ერთად თამაშობენ, ჩვენზე პრესინგი იოლი არაა. ორივემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თავდაჯერებულობით თამაშობენ.

რაშფორდის გოლები ხელახლა უნდა ვნახო. შესაძლოა, მეორე უკეთესი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მან თავდაჯერებულობა დაიბრუნოს. მარკუსს ვეხმარებით. მეორე გოლი ძალიან კარგია. ეს არ გამკვირვებია, რადგან მას ვარჯიშებზე ბევრი ბურთი გააქვს.

ველოდი, რომ "ნიუკასლი" ისევე ითამაშებდა, როგორც პირველ 15 წუთში ითამაშა. ამის შემდეგ ჩვენ სწორ რიტმში დაბრუნება მოვახერხეთ.

მე და ჩემმა შტაბმა ფეხბურთელებს საწყის 20 წუთში გოლის არგაშვების მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ. ეს იოლი არ იყო, რადგან "ნიუკასლს" სწრაფი, მაღალი და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც სტანდარტულებზე კარგად თამაშობენ.

ზაფხულში დეკუს ვუთხარი, რომ რაშფორდის მსგავსი ფეხბურთელი მოეყვანა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთანაა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პოზიციაზე ორი კარგი ფეხბურთელი გვყავს.

მადლობა და მშვიდობიანი ღამე ყველას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 სექტემბერი 2025 16:57
    0
    რაც მართალია მართალია, თავისი საქმის პროფესორია. ღმერთმა ასე ატაროს ბარსაში და რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ჩვენთან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 სექტემბერი 2025 20:41
    0
    ჰაჰა ჰანსი heart_eyes ამას მთელი თამაშის დრამატურგია დაუგეგმია თამაშამდე heart_eyes და მერე ზუსტად ისე შეუსრულა როგორც უნდოდა smiley heart_eyes
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 სექტემბერი 2025 17:35
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ტიაგოს სამწვრთნელო შტაბში დაბრუნება ძალიან დაეხმარება გუნდს განსაკუთრებით ნახევარმცველებს

    არამგონია ამ ერთ კვირაში შეცვლილიყო რამე, დე იონგი და პედრი მანამდეც ასეთი მაგრები იყვნენ.
    Culé [?]
    #2 19 სექტემბერი 2025 12:03
    10
    ისე თამაშების შემდეგ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელების და მწვრთნელების კომენტარებიც რომ დადოთ ხოლმე, საინტერესო იქნება ბიჭებო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 სექტემბერი 2025 11:51
    9
    ტიაგოს სამწვრთნელო შტაბში დაბრუნება ძალიან დაეხმარება გუნდს განსაკუთრებით ნახევარმცველებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued