ბარსელონა-ვალენსია - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- თამაშის დრო: კვირა, 14 სექტემბერი, 23:00
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩში "ვალენსიასთან" შინ გასამართი დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მოედანსა და გასახდელში სიტუაციის მოგვარება ჩემი საქმეა. მინდა, რომ ყველა სრულად კონცენტრირებული იყოს. კარგი ფეხბურთელი ყოველთვის სწორ პოზიციაზე უნდა იყოს და თუ შეცდომას დაუშვებს, მისი გამოსწორება უნდა შეეძლოს.
პრესინგი ყველას უნდა შეეძლოს. ზოგჯერ 50 ან 60 პროცენტით ხარ მზად, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გულშემატკივრები იმსახურებენ, რომ ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს. გასულ სეზონში ტიტულები სწორედ ამან მოგვიტანა. ამ გზას უნდა დავუბრუნდეთ.
"იოჰან კრუიფზე" თამაში? ფეხბურთელებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ეს მათზე არ იმოქმედებს. შესაძლოა, თავი სხვაგვარად ვიგრძნოთ, მაგრამ პრეტენზიები არ იქნება. "ვალენსიაც" იმავე სტადიონზე ითამაშებს. "კომოსთან" ვაჩვენეთ, რომ ასეთ პირობებში თამაში შეგვიძლია.
ვფიქრობ, რაფინია კარგადაა და სათამშოდ მზადაა. იგივე ეხება არაუხოს. ვხედავ, რომ ისინი კარგ ფორმაში არიან.
დე იონგი ხვალ ვერ ითამაშებს.
ბერნალი ხვალ განაცხადში იქნება. ის სასტარტო შემადგენლობაში არ ითამაშებს, უფრო სიფრთხილის გამო. ვფიქრობ, მისი შემდეგი ნაბიჯი ცოტა ხნით თამაშია. მარკის დაბრუნებით ბედნიერი ვარ იმ დონის გათვალისწინებით, რაც მან ვარჯიშებზე აჩვენა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]