ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით - ჰანსი ფლიკი რაიოსთან თამაშის შემდეგ
გუშინ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში (1-1) "რაიო ვალეკანოს" ესტუმრა და მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ვფიქრობ, ქულა ჩვენთვის საკმარისი იყო. მეტი არ დაგვიმსახურებია. ინტენსივობა გვაკლდა, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.
უკეთ თამაში შეგვიძლია. უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ "რაიომ" ძალიან კარგად ითამაშა.
დღეს ჩემი გუნდით კმაყოფილი არ ვარ. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. უკეთ უნდა ვითამაშოთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]