როდის დაარეგისტრირებს ბარსელონა შჩესნისა და ბარდჯის?
"ბარსელონამ" ლა ლიგის პირველი 2 ტური უკვე ჩაატარა, გუნდის მეკარე ვოიცეხ შჩესნი და ახალწვეული რუნი ბარდჯი კი კლუბს ისევ დასარეგისტრირებელი ჰყავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსა" შჩესნისა და ბარდჯის ინიაკი პენიას, ორიოლ რომეუსა და ექტორ ფორტის გაშვების შემდეგ დაარეგისტრირებს. როდესაც ხსენებული მოთამაშეები კლუბს დატოვებენ, "ბლაუგრანას" შჩესნისა და ბარდჯის დასარეგისტრირებლად ყველა ფინანსური ბერკეტი ექნება.
წყაროს ცნობებით, "ბარსელონა" მიიჩნევს, რომ 1:1 წესს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დააკმაყოფილებს, რაც კლუბს ყველა ფეხბურთელის დარეგისტრირების საშუალებას მისცემს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]