ინიაკი პენიათი კომო დაინტერესდა
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კომო ინიაკი პენიას შეძენითაა დაინტერესებული.
იტალიური კლუბი ჟოან გამპერის თასზე ვიზიტს მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებს და ბარსელონასთან შეთანხმებას შეეცდება. 26 წლის მეკარე ტრანსფერზე თანახმაა.
კომოს მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასია, რამაც, შესაძლოა, საქმეს ხელი შეუწყოს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტები სხვა შემოთავაზებებსაც განიხილავენ.
ბარსელონას ჟოან გარსია და ვოიცეხ შესნი ჰყავს, რომლებზეც იმედებს ამყარებს, შესაბამისად, პენია ჰანსი ფლიკის გეგმებში არაა (იგივე ეხება მარკ-ანდრე ტერ შტეგენსაც).
ბარსა გამპერის თასზე კომოს დღეს უმასპინძლებს. მატჩი სტარტს 23:00 საათზე აიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]