დე იონგი: ბარსელონასთან კონტრაქტს გავახანგრძლივებ
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" ამ ზაფხულს ძირითადი გუნდისთვის ახალ მოთამაშეებს აღარ ელოდება, კლუბის სპორტული დეპარტამენტი მაინც დატვირთული მუშაობის პროცესშია. საჭიროა გარკვეული გაყიდვები, რათა ახალწვეულების ლა ლიგაში დარეგისტრირება გახდეს შესაძლებელი და ამავდროულად მიმდინარეობს მოქმედი ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების შეთავაზებაც. მათ შორისაა ფრენკი დე იონგიც.
ჟიულ კუნდე და ერიკ გარსია უკვე ბოლო ეტაპზე არიან კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით, ხოლო დე იონგის მოლაპარაკებები შედარებით უფრო უკან არის, თუმცა კლუბს აქვს რწმენა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. ამასთან, გარკვეული ეჭვები გაჩნდა, რადგან ნიდერლანდელს მოქმედი კონტრაქტი ერთ წელზე ნაკლები ვადით რჩება.
არსებული ინფორმაციით, პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია - დე იონგი "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გააგრძელებს. თავად ფეხბურთელმა ეს დაადასტურა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში:
ჯერ არ გამიგრძელებია კონტრაქტი, თორემ უკვე გეცოდინებოდათ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსელონაში" და კლუბმაც კარგად იცის ჩემი განწყობა. ასე რომ, საბოლოოდ კონტრაქტს გავახანგრძლივებ.
დე იონგის დარჩენა "ბარსელონასთვის" დიდი წარმატებაა
12 თვის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ დე იონგი "ბარსელონას" 2026 წლამდე მაინც დატოვებდა, თუმცა 2025 წლის დასაწყისიდან ნიდერლანდელმა სათამაშო დონე საგრძნობლად აიმაღლა და ჰანსი ფლიკისთვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა.
მართალია, ის ფლიკის ძირითადი შემადგენლობის წევრია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 2025-26 წლების სეზონში დე იონგი ნაკლებ დროს მიიღებს, ვიდრე გასული სეზონის მეორე ნახევარში. მის კონკურენტად კვლავ რჩება მარკ კასადო, ხოლო რამდენიმე კვირაში მარკ ბერნალიც დაუბრუნდება მოედანს ACL-ის მძიმე ტრავმის შემდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]