იამალი ნომერ 10-იანი მაისურით გატანილ პირველ გოლებზე საუბრობს
"ბარსელონამ" წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - კორეულ "სეულს" 7:3 მოუგო. ჰანსი ფლიკის გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე გამორჩეულად გამოიყურებოდა და არავის გაკვირვებია, რომ მათ შორის ლამინ იამალი ერთ-ერთი ლიდერი იყო.
18 წლის ვარსკვლავმა "ბარსელონას" ლეგენდარული ნომერი 10-ის მაისურით მეორე შეხვედრა ჩაატარა და პირველ ტაიმში ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა - ორივე საკმაოდ მსგავსია იმ სტილთან, რომელსაც ბოლო ორ წელიწადში თამაშებში ხშირად ვხედავდით.
მატჩის შემდეგ, ლამინ იამალმა აღნიშნა:
ამ მაისურით და ამ ნომრით გატანა ჩემთვის განსაკუთრებულია. ეს ბავშვობის ოცნება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის გამარჯვებით. მადლობა ყველას, ვინც სეულში მხარს გვიჭერდა. იმედი გვაქვს, რომ ეს სეზონი წარმატებული იქნება და ბევრ ტიტულს მოვიგებთ.
ლამინ იამალი მიზნად უკეთეს სეზონს ისახავს
გასული სეზონი განსაკუთრებული იყო იამალისთვის - მან "ბარსელონას" სამმაგი (ლა ლიგა, კოპა დელ რეი, სუპერ თასი) თასი მოაგებინა. პირად სტატისტიკაში კი 55 მატჩში 18 გოლი და 21 ასისტი დააფიქსირა. ახალ სეზონში, რომელიც ორ კვირაში იწყება, მისი მიზანი ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებაა.
იმაზე ეჭვი არავის აქვს, რომ ლამინ იამალი "ბარსელონასთვის" საკვანძო ფიგურად დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ნომერი 10-ს ტარება დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება და მოლოდინს ზრდის, ახალგაზრდა ტალანტმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ზეწოლის ფონზე კიდევ უფრო ძლიერდება. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ იამალის პროგრესი ახალ სეზონშიც გაგრძელდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]