ფრენკი დე იონგი და ფერან ტორესი - ტერ შტეგენი კაპიტანია

ფრენკი დე იონგი და ფერან ტორესი - ტერ შტეგენი კაპიტანია

"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი თავის თანაგუნდელს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს საჯაროდ დაუდგა მხარში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი მეკარე კლუბის ხელმძღვანელობისგან უარყოფის საფრთხის წინაშეა. ტერ შტეგენს ცოტა ხნის წინ ზურგის ოპერაცია ჩაუტარდა და სამიდან ოთხ თვემდე იუქმებს. ამან კი "ბარსელონას" შესაძლებლობა მისცა, დაემუშავებინა საგანგებო რეგისტრაციის მექანიზმი, რათა ჟოან გარსია დაერეგისტრირებინა მის ნაცვლად.

თუმცა ტერ შტეგენის მხრიდან სამთვიანი ვადის საჯაროდ გამოცხადება ბევრმა იმგვარად აღიქვა, თითქოს ის განზრახ ცდილობს "ბლაუგრანასთვის" ამ შესაძლებლობის დაბლოკვას.

ამ ყველაფერს დაემატა ის ფაქტიც, რომ გავრცელდა ხმები ტერ შტეგენის კაპიტნობის შეჩერების შესახებ, თუმცა გუნდში მოთამაშეებმა გამოხატეს საკუთარი პოზიცია და საჯაროდ დაუჭირეს მხარი თავიანთ მეკარეს.

ფრენკი დე იონგის განცხადება

ბარსელონას მიერ "სეულის" წინააღმდეგ გამართული 7:3 გამარჯვების შემდეგ, ფრენკი დე იონგმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა:

ჩემთვის, მარკი კაპიტანია, ისევე როგორც გასულ სეზონში. ის მსოფლიოს დონის ფეხბურთელია და ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა კლუბისთვის. დიდად ვუჭერ მხარს და, რაც ვიცი, გუნდი მასთან ერთად დგას.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ მიიღო ტერ შტეგენმა ჟოან გარსიას მოყვანა, დე იონგმა პასუხი მოკლედ ჩამოაყალიბა:

ეს მას უნდა ჰკითხოთ. რაც შემიძლია ვთქვა - გარსიას ძალიან დიდი ხარისხი აქვს.


ფერან ტორესის კომენტარი

მხარდაჭერა გამოთქვა ასევე ფერან ტორესმაც, რომელმაც თქვა:

არ ვიცი, მექნება თუ არა კაპიტნის არჩევის ხმა. არ გვისაუბრია ამაზე - ან, ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი ვიცი - მაგრამ ტერ შტეგენს, მისი გამოცდილებისა და წლების გამო, რაც კლუბში გაატარა, კაპიტნობა ეკუთვნის.

გარსიას შესახებ კი დაამატა:

ჟოანი შესანიშნავი მეკარეა, მსოფლიო დონის და ის სტაბილურობას მოგვცემს.


ჰანსი ფლიკის პოზიცია

კლუბში გავრცელებული ცნობები, რომ ტერ შტეგენს კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევა ემუქრება, უფრო მეტად უკავშირდება ხელმძღვანელობის სურვილს, ვიდრე მწვრთნელის. ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კაპიტნები ისევ ფეხბურთელების ხმებით აირჩევიან, როგორც ეს წინა სეზონში მოხდა:

გუნდი ყოველთვის თვითონ ირჩევდა კაპიტნებს. ალბათ, სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 3 აგვისტო 2025 11:22
    0
    ფლიკი საღად აზროვნებს, კაპიტანს ფეხბურთელები უნდა ირჩევდნენ და უკეთესი იქნება თუ კენჭისყრა ფარული იქნება. აი აქ გამოჩნდება, ვის როგორ უყვარს ტერ შტეგენი.
    წევრი [?]
    #8 1 აგვისტო 2025 14:19
    3
    ბაგა ბაღი აღარ ქვია უკვე ამ საიტს laughing

    როგორ უნდა დაასკვნა კაცმა თუნდაც სკოლის მოსწავლე იყო გარსიას ავ-კარგობა ორ მატჩი ?
    თან არცერთი გოლი რომ მისი ბრალი არ იყო.

    მაგას თავი გავანებოთ ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება გუნდთან ადაპტაცია და ეგ პერიოდი ზოგისთვის დიდი ხანი გრძელდება, განსაკუთრებით მეკარეებისთვის, რომლებმაც დაცვასთან უნდა მოახერხონ შეწყობა.

    როდესაც შალკედან ბავარიაში გადავიდა ნოიერი ნახევარი სეზონი არადამაჯერებელი იყო, იგვე ბუფონი პარმადან იუვენტუსში რომ მივიდა, შეცდომები ჰქონდა, ხოლო კასილიასი ისეთი საშინელი იყო მის გაგდებასაც ითხოვდნენ და ძირითადში ადგილიც დაკარგა და მხოლოდ ლევერკუზენთან ფინალში შემოსვლის შემდეგ დაიბრუნა ადგილი ძირითადში. ვან დე საარი საერთო გააგდეს იუვედან და არ აცალეს ადაპტაციის გავლა :დ

    გარსიას იმედად ვერ ვიქნებით თურმე, სერიოზულად ?
    რა უნდა ექნა გარსიას ჰეთრიკი ხომ არ უნდა შეესრულებინა ან ერთი ადგილით ხომ არ უნდა დაიჭიროს ბურთი ?

    smile smile
    წევრი [?]
    #7 1 აგვისტო 2025 13:35
    1
    ციტატა: MESSI 2017
    რავი მემგონი ამ 2 თამაშში გამოჩნდა რომ შესნის და გარსიას იმედზე ვერ ვიქნებით😀

    გასული წლების ჩემპიონთა ლიგის გამოცდილება გვიჩვენებს რომ ვითომ ტოპ მეკარე შტეგენის იმედზე ვერ ვიქნებით😬
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 აგვისტო 2025 01:08
    1
    აბა იმას ხოარ იტყოდნენ, გაა*მევინეთ, კაპიტანი არა იხვიო?
    Culé [?]
    #5 1 აგვისტო 2025 01:04
    7
    არავინ იტყვის ახლა შტენგენს კაპიტნობა არ ეკუთვნის და გუნდიდან უნდა გავაგდოთო, უბრალოდ ეგ არ ნიშნავს რო გასაგდები არაა.

    ფაქტია ღიად მიდის კლუბის წინააღმდეგ და როცა მესი იძახდა ბარსელონას გარეშე მე არავინ ვარო, რაც სიმართლე არ იყო რა თქმა უნდა, შტეგენი ვინ ჩემი ფეხებია.

    ყველა ღირსეული ფეხბურთელი მიდის როცა კლუბს აღარ ჭირდება, ეს გამოდგა პრო*ი უბრალოდ.
    წევრი [?]
    #4 1 აგვისტო 2025 00:46
    4
    MESSI 2017,
    პირველ ტაიმს ვუყურე და ორივე გოლი აუღებელი იყო შანსი არქონია გარსიას.
    მასე რატო ფიქრობ არვიცი.
    Culé [?]
    #3 1 აგვისტო 2025 00:37
    0
    რავი მემგონი ამ 2 თამაშში გამოჩნდა რომ შესნის და გარსიას იმედზე ვერ ვიქნებით😀
    [?]
    #2 1 აგვისტო 2025 00:10
    0
    ფეხბურთელების პოზიცია მესმის, ამდენი წელი კაპიტანი და იცით რააა, ნაბო..რია და უნდა გაა.ას ვერავინ იტყვის. მეორე ისაა რო შტეგენი საზიზღარია კი ვიცი მარა ხელმძღვანელობამ რო არ დააკლო, პრესით შეუტია და ათასი რამე გაუბაზრეს/მოუგონეს ეგეც ვიცით. ლაპორტა და ბართომეუ ერთი ყ.ეა, ერთი სტილი აქვთ, ბართომეუს მილიონები უჯდებოდა მესის გაშავება, ლაპომ მოისროლა და ეგ ფულიც "დაზოგა". გუნდიდან არ უნდა ჟონავდეს ეგეთი ინფოები. მოკლედ რა .ლეც შტეგენია, იგივეა ლაპორტა/დეკოც. სამარცხვინო გუნდად გვაქცევენ
    Culé [?]
    #1 31 ივლისი 2025 23:24
    0
    ჯერჯერობით